პსჟ-სთან შეხვედრის წინ რონალდ კუმანმა გასახდელში კილიან მბაპეს სურათი ჩამოკიდა

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან დაპირისპირებამდე რონალდ კუმანმა "ბარსელონას" ფეხბურთელებს გასახდელში კილიან მბაპეს სურათი ჩამოუკიდა. "ტრუბუნას" თქმით, ჰოლანდიელ სპეციალისტს სურდა გუნდი მბაპეს შესახებ გაეფრთხილებინა და ფსიქოლოგიურად მოემზადებინა.
საბოლოოდ, კუმანის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ფრანგმა "კამპ ნოუზე" ჰეთ თრიქი შეასრულა და 1/8-ფინალის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა.
პსჟ-სთან დაპირისპირებამ "ბარსელონა" გამოაფხიზლა, საშინაო არენაზე განცდილი მარცხის შემდეგ კატალონიელებს მატჩი არ წაუგიათ. მეტიც, ფრანგულ კლუბთან დაპირისპირების შემდეგ ჩატარებული 9 თამაშიდან, "ბლაუგრანამ" 7 მოიგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]