"ბარსელონა" ვეინალდუმის ნაცვლად აქცენტს მორიბაზე გააკეთებს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ჯორჯინიო ვეინალდუმის დამატებას აღარ აპირებს. კლუბში უფრო მეტად ადგილობრივი კადრის, ახალგაზრდა და პერსპექტიული ილაიშ მორიბას იმედი აქვთ.
ვეინალდუმი რონალდ კუმანისათვის სასურველ მოთამაშეს წარმოადგენს, მაგრამ ნიდერლანდელს მაღალი ხელფასიც სურს, რაც ერთ-ერთი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია.
ილაიშ მორიბა კი ძალიან იმედისმომცემი ტალანტია. მას პირველ გუნდში თამაშის შანსი რამდენიმეჯერ მიეცა და ერთხელ თავის გამოჩენაც მოახერხა. მომავალი წლიდან ის ოფიციალურად ძირითადი გუნდის წევრი გახდება და ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს.
მორიბა წელს პირველად კოპა დელ რეიზე "კორნელიას" წინააღმდეგ ვიხილეთ, "ოსასუნასთან" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში კი მან თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა.
რამდენიმე საათის წინ "ბარსელონას" ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე მორიბას გოლიც გაიხსენეს, რომელიც მან "ლა მასიაში" ყოფნის პერიოდში "რეალს" შეუგდო. ილაიშმა ცენტრში ბურთის გათამაშებიდანვე კარისკენ დაარტყა და შორეული გასროლით აიღო "ლოს ბლანკოსის" კარი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]