პედრი: "ელ კლასიკოში" თამაში ჩემი ოცნება იყო

პედრი: "ელ კლასიკოში" თამაში ჩემი ოცნება იყო

"ბარსელონას" ახალგაზრდა ცენტრალურმა ნახევარმცველმა პედრიმ La liga tv-ის ეთერში განაცხადა, რომ ბავშვობიდან "ელ კლასიკოში" თამაშზე ოცნებობდა, ახლა კი ეს რეალობად იქცევა.

"ბევრჯერ მითქვამს, რომ ბავშვობაში "ბარსელონას" ვქომაგობდი და ჩემი ოცნება "კლასიკოში" მონაწილეობა იყო, ახლა კი ამის შესაძლებლობა მაქვს. შაბათის დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მასზე ლა ლიგის ბედია დამოკიდებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სამი ქულის ასაღებად. ეს აუცილებელია, როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრისთვის. აქამდე ჩატარებულ "კლასიკოებს" შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იქნება", - ციტირებს პედრის სიტყვებს "ტრიბუნა".

პედრი კუმანის "ბარსელონაში" საკვანძო მოთამაშედ იქცა. ჰოლანდიელი მწვრთნელი ახალგაზრდა ნახევარმცველს ენდობა, რაზეც მეტყველებს პედრის მიმდინარე სეზონის სტატისტიკაც. ესპანელმა "ბლაუგრანას" მაისურით 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 8 აპრილი 2021 13:54
    0
    წინა კლასიკოში მგონი მარჯვენა ნახ, მცველად ათამაშა კუმანმა და ამიტომაც დაიკარგა პედრიტო.ახლა უკვე თავისი ადგილი აქვს გუნდში და იმედია მოდრიჩს კროოს და კაზემიროს ცენტრში თავს არ დააჩაგვრინებს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #7 8 აპრილი 2021 00:42
    1
    იმსახურებ კლასიკოში თამაშს და ამიტომ გისურვებ კიდევ ბევრჯერ გეთამაშოს.
    წევრი [?]
    #6 7 აპრილი 2021 23:04
    0
    ციტატა: nika 54
    ნეტავ ეს თამაში არ წავაგოთ და ჩემპიონები ვართ, რეალს ვერაფერს გაუგებ, ხან ლიგაზე დაფრინავს და ხან კიდევ ბერნაბეოზე დიდი ანგარიშით აგებს კლასიკოს. ისე რომ არ წაგება თითქმის ჩემპიონობაა. მითუმეტეს რეალს შანსი გაუჩნდა ლიგაზე და ეხლა მეტ ყურადღებას იქით გადაიტანენ. ზემოთაც ავღნიშნე შეიძლება ლიგა მოიგონ და ჩემპიონატში დიდი ანგარიშით დამარცხდენენ. ისე რომ ყველაფერი წინაა. ოღონდ ვერაფერს გამოიცნობ წინასწარ.

    ატლეტილო კიდე დაკარგავს ქულებს და კლასიკო თუ მართლა მოვიგეთ კი გამოკრავს კუმანი რაცხას😎13 ქულით გვასწრებდნენ ნაჯახები.3 5 2 უნდა ვითამაშოთ კლასიკო არანაირი 4 3 3.გრიზმანის იმედი რეალს ქონდეს დემბელეც გვეყოფა 11 კაცში ასე რომ ჯობს 3 5 2 😁
    წევრი [?]
    #5 7 აპრილი 2021 22:27
    1
    ჩემი ოცნებაა ეს გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველი და გახდება კიდეც დიდი ალბათობით თუ ასე მაღლა მაღლა წავიდა
    --------------------
    ბარსა? კი, ის ჩემი ცხოვრებაა!
    ბარსა? კი, მე ვარ მისი ფანი და ვიქნები სამუდამოდ!
    "mes que un club"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 აპრილი 2021 22:00
    0
    ნეტავ ეს თამაში არ წავაგოთ და ჩემპიონები ვართ, რეალს ვერაფერს გაუგებ, ხან ლიგაზე დაფრინავს და ხან კიდევ ბერნაბეოზე დიდი ანგარიშით აგებს კლასიკოს. ისე რომ არ წაგება თითქმის ჩემპიონობაა. მითუმეტეს რეალს შანსი გაუჩნდა ლიგაზე და ეხლა მეტ ყურადღებას იქით გადაიტანენ. ზემოთაც ავღნიშნე შეიძლება ლიგა მოიგონ და ჩემპიონატში დიდი ანგარიშით დამარცხდენენ. ისე რომ ყველაფერი წინაა. ოღონდ ვერაფერს გამოიცნობ წინასწარ.
    ახალბედა [?]
    #3 7 აპრილი 2021 21:59
    0
    იმედია მოვიგებთ✊✊
    Culé [?]
    #2 7 აპრილი 2021 20:58
    1
    აწე ბევრი მოგიწევს კლასიკოში თამაში. იმედია! ❤💜
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 აპრილი 2021 20:48
    3
    ასისტი უნდა დაუხატო მესის კლასიკოში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued