Marca: "ბარსელონა" ერიკ გარსიას შემცირებულ ანაზღაურებას სთავაზობს

Marca: "ბარსელონა" ერიკ გარსიას შემცირებულ ანაზღაურებას სთავაზობს

"ბარსელონა" 20 წლის ესპანელ ცენტრალურ მცველთან, ერიკ გარსიას, მოლაპარაკებებს აგრძელებს.

Marca-ს მტკიცებით, "ბარსელონას" ახალი ხელმძღვანელობა მას იმაზე დაბალ ანაზღაურებას სთავაზობს, ვიდრე კლუბმა მას გასულ ზაფხულში შესთავაზა. ჯერჯერობით, უცნობია, დათანხმდება თუ არა ფეხბურთელი განახლებულ პირობებს.

"ბარსას" მისი გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გარსიასთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული იყო, კლუბმა მისი უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით, დამატება გადაწყვიტა და გარსიას "ბარსელონაში" დაბრუნება ზაფხულამდე გადაიდო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 8 აპრილი 2021 13:48
    0
    რეალურად მესამე მცველი უნდა იყოს ბარსაში.თუ ლენგლე დარჩა მეოთხე და მინგესამ თუ აჯობა(რაც სავსებით რეალურია) მეხუთე და რა მაღალ ხელფასზეა ლაპარაკი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 8 აპრილი 2021 11:26
    1
    მაღალ ხელფასს დამსახურება უნდა მოდი და დაიმსახურე
    წევრი [?]
    #3 7 აპრილი 2021 22:35
    0
    ციტატა: ჯორჯ
    ესეთები რომ მოგვყავს იმიტომაც ვართ ასეთ დღეში საერთოდ არაა კაი მცველი და სუსტია ფიზიკურად
    ბოტმანი იყიდონ

    და ნანახი გაქ ამის თამაში? ათაში ერთხელ უწევს თამაში იმიტო რო გვარდიოლას სტოუნჯსზე და რუბენ დიაშზე აქვს აწყობილი თითქმის დაცვა თორე ცუდი ნაღდად არაა და ეგ ვიღაც ვინც დაწერე საერთოდ არ გამიგია მე პირადად (ეგეც რათქმაუნდა იმას არ ნიშნავს რომ ცუდი ვინმეა) ხოდა გარსიას ძირითადისთვის ნამდვილად არ მოგვყავს მარა 5 წელიწადში დაახლოებით გამოცდილებას მიიღებს და წესით ხშირად შეძლებს ძირითადობას მაგრამ ვნახოთ მაშინ შეილზება სულ სხვა დრო იყოს
    რაღაცნაირად ბარტრა მახსენდება მასზე და მაგის სტილში მოგვყავს
    --------------------
    ბარსა? კი, ის ჩემი ცხოვრებაა!
    ბარსა? კი, მე ვარ მისი ფანი და ვიქნები სამუდამოდ!
    "mes que un club"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 აპრილი 2021 22:18
    0
    დაიწყო? ეხლა ახალი სეზონის დაწყებამდე არ მოგვაკლდება ახალ ახალი ნიუსები.
    წევრი [?]
    #1 7 აპრილი 2021 20:59
    1
    ესეთები რომ მოგვყავს იმიტომაც ვართ ასეთ დღეში საერთოდ არაა კაი მცველი და სუსტია ფიზიკურად
    ბოტმანი იყიდონ