კუნთის დაზიანების გამო ლუის სუარესს 2-3 კვირა გაუცდება - Sport

კუნთის დაზიანების გამო ლუის სუარესს 2-3 კვირა გაუცდება - Sport

"ატლეტიკო მადრიდმა" დაადასტურა, რომ ლუის სუარესმა კუნთის დაზიანება მიიღო.

გავლენიანი გამოცემა Diario Sport-ის თანახმად ურუგვაელ თავდამსხმელს ვარჯიშის დატოვება ოთხშაბათს მოუწია, რადგან მან მარცხენა ფეხში დისკომფორტი იგრძნო.

მიუხედავად იმისა, რომ სუარესის ტრავმის სიმძიმე ჯერ-ჯერობით უცნობია, ამავე წყაროს ვარაუდით სუარესი 2-3 კვირის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს. 

სუარესის არყოფნა "ბარსელონას" ლა ლიგის ტიტულის მოპოვების იმედს უძლიერებს, რადგან ურუგვაელი 19 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია "ატლეტიკოს" ფეხბურთელებს შორის.

შეგახსენებთ, რომ ცხრილის სათავეში მყოფ "ატლეტიკოს" "ბარსელონა" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 აპრილი 2021 21:34
    0
    ანუ ბარსასთან იქნება 9 მაისს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 8 აპრილი 2021 13:52
    0
    ვსო დაერხა ატლეტიკოს.ახლა პირველზეც სუას კლასის გამო არიან და ეგეც რო გამოაკლდათ რავიცი.იმედია ბარსას წინააღმდეგ არ ითამაშებს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #5 7 აპრილი 2021 22:58
    1
    რეალთან ფრეც კარგი იქნება. ატლეტიკო საჩემპიონო ბრძოლას პრაქტიკულად ეთიშება.
    ფანი [?]
    #4 7 აპრილი 2021 22:55
    1
    რეალს თუ მოვიგეთ ჩემპიონები ვართ🙃
    გულშემატკივარი [?]
    #3 7 აპრილი 2021 22:29
    0
    ბარსასთან ხო იქნება?
    --------------------
    ბარსა? კი, ის ჩემი ცხოვრებაა!
    ბარსა? კი, მე ვარ მისი ფანი და ვიქნები სამუდამოდ!
    "mes que un club"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 აპრილი 2021 22:03
    0
    ცოტა უხერხულია იმაზე ლაპარაკი, რომ შანსები გაგვეზარდა და უნდა ვიზეიმოთ, მაგრამ ატლეტიკომ სეზონის სტარტზე რო ქულები კრიფა, ჩვენ მესი არა გვყავდა, მერე კიდევ გამოვიდა და დეკემბრამდე ძლივს აკრიფა ფორმა. ისე რომ ალბათ ბარი ბარში ვიქნებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 აპრილი 2021 20:47
    2
    უუჰ კიდე ბლომად გატეხავს ატლე აბა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued