"ალფრედო დი სტეფანო" - მე-18 სტადიონი, რომელიც "ელ კლასიკოს" უმასპინძლებს
- 7-04-2021, 19:12
-
josephk
- 6

10 აპრილს, ლა ლიგის 30-ე ტურში, ისტორიაში რიგით 245-ე "ელ კლასიკო" გაიმართება.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, "რეალი" საშინაო მატჩებს საკუთარ სპორტულ კომპლექს "ვალდებებასზე", კერძოდ კი "ალფრედო დი სტეფანოზე" მართავს.
შედეგად, "ვალდებებასი" გახდება ისტორიაში მე-18 ლოკაცია, რომელიც "ელ კლასიკოს" უმასპინძლებს.
ყველაზე მეტჯერ, "რეალსა" და "ბარსელონას" "სანტიაგო ბერნაბეუზე" უთამაშიათ. ამ სტადიონზე გამართული 98 დაპირისპირებიდან, 26 კატალონიელებმა მოიგეს, 50 მადრიდელებმა, 22 კი ფრედ დასრულდა.
სულ, აქამდე, ქალაქ მადრიდში 107 "ელ კლასიკო" გამართულა ("სანტიაგო ბერნაბეუ", "კამპო დე ო'დონელ", "ესტადიო ჩამარტინ", "მეტროპოლიტანო", "ვისენტე კალდერონი"), საიდანაც "ბარსამ" 33-ში იმარჯვა, 67-ში დამარცხდა, 27-ში კი მეტოქეს დაუზავდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]