ბარსელონა ფაბიო ბლანკოს გარშემო არსებულ სიტუაციას აქტიურად აკვირდება | SPORT

ბარსელონა ფაბიო ბლანკოს გარშემო არსებულ სიტუაციას აქტიურად აკვირდება | SPORT

კატალონიის "ბარსელონა" "ვალენსიას" უნიჭიერესი 17 წლის ფეხბურთელით, ფაბიო ბლანკოთი აქტიურად ინტერესდება.

Diario SPORT-ის ჟურნალისტის, ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, ახალგაზრდა გარემარბმა, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, "ღამურების" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომელიც დასრულების შემდეგაც, ცნობილია, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეიმჩნევა.

როგორც წყარო იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ვალენსიელთა ტალანტის გარშემო არსებულ სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან და ესპანელის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებენ.

ალმერიაში დაბადებული მოთამაშის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 7 აპრილი 2021 22:50
    0
    მომავლის სასტარტოსთვის ჩემი აზრით იდეალური იქნებოდა და ისევე როგორც წელს ლა ლიგას და კოპას უეჭ დავდებთ და მომავალწელს ლიგასაც დავაყოლებთ
    ტერ შტეგენი
    პიკე-არაუხო-უმტიტი
    დესტი ალბა
    პედრი-დე იონგი
    გრიზმანი
    მესი-ჰალანდი-ფატი

    პ.ს პიკეს ადგილას ვინმე სხვა კაი მცველიც შეიძლება თუნდაც გარისა მარა ჯერ გამოუცდელია. ძაან მინდა ცოუც დარჩეს და ძველის 50% მაინც დაბრუნდეს და ხანდახან გრიზმანი და პედრი ჩაანაცვლოს თუნდაც ფატი რო არ დაიღალნონ ბოლო ორი და ბუსიც ნელ ნელა შემოვიდეს. დემბელემ !@#$%^&, მაგაზე გული ლივერპულთან სისულელის გამო ჩავიქნეო რომლის გამოც ტრიპლეტი დავკარგეთ
    --------------------
    ბარსა? კი, ის ჩემი ცხოვრებაა!
    ბარსა? კი, მე ვარ მისი ფანი და ვიქნები სამუდამოდ!
    "mes que un club"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 აპრილი 2021 22:28
    0
    ნეტავ ვინც გეგმაში ყავთ ის მოიყვანონ და მერე დააკვირდნენ სიტუაციებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 აპრილი 2021 18:26
    0
    ამისი არ ვიცი და კოლადო-კონრადი არ უნდა დაიკარგონ.მაგარი ბიჭები არიან და იმედია ლა მასიას სხვა ტალანტებივით არ დაიკარგებიან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.