გრიზმანი სკამზე, არაუხო ძირითადში - როგორ გამოიყურება ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა ელ კლასიკოსთვის

გრიზმანი სკამზე, არაუხო ძირითადში - როგორ გამოიყურება ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა ელ კლასიკოსთვის

კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს უკვე ბოლო 4 მატჩია, თავისი გუნდის სასტარტო თერთმეტეული არ შუეცვლია, მათ შორის, არც "ვალიადოლიდთან" 1-0 მოგებულ შეხვედრაში.

ჟერარ პიკესა და რონალდ არაუხოს ტრავმის პირობებში, ნიდერლანდელი სპეციალისტი დაცვის ცენტში ოსკარ მინგესას, ფრენკი დე იონგსა და კლემან ლანგლეს ენდო, სერჟინიო დესტსა და ჟორდი ალბას კი მთელი ფლანგი ჩააბარა.

დე იონგის უკანახაზში გამწესების შედეგად, ნახევარდაცვის გაკონტროლება სერჟიო ბუსკეტსისა და პედრი გონსალესის დუეტს მოუწია, შეტევაში კი ლეო მესის, ანტუან გრიზმანისა და უსმან დემბელეს ტრიო განლაგდა.

ყველამ იცის, რომ კუმანი როტაციის დიდი მოყვარული არაა და, დიდი ალბათობით, 10 აპრილს გასამართ "ელ კლასიკოში" იგი იდენტურ შემადგენლობას დააყენებს, თუმცა, Tribuna.com-ის ვერსიით, შესაძლოა, რონალდმა "რეალთან" დაპირისპირებისთვის ორი სიახლე შემოგვთავაზოს:

რონალდ არაუხოს გამოჯანმრთელებისა და "ვალიადოლიდთან" გამოჩენის შემდეგ, გამორიცხული არაა, "ბარსას" თავკაცმა ძირითადში მისი დაბრუნება გადაწყვიტოს.

შესაბამისად, ურუგვაელი დაცვაში ოსკარ მინგესასა და კლემან ლანგლესთან ერთად მოგვევლინება, ფრენკი დე იონგი კი ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდება და ზემოთ აიწევს.

აგრეთვე, თებერვლის შუა რიცხვებიდან მოყოლებული არცისე კარგი თამაშის ფონზე, შესაძლოა, ანტუან გრიზმანი სათადარიგოთა სკამზე დარჩეს.

საბოლოოდ, სავარაუდო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება (3-4-1-2):

ტერ შტეგენი; მინგესა, არაუხო, ლანგლე; დესტი, ბუსკეტსი, დე იონგი, ალბა; პედრი; მესი, დემბელე.

"ბარსელონასა" და "რეალის" ჯახი სტარტს 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" აიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 აპრილი 2021 22:51
    0
    მოკლედ ორი თავდამსხმელით რეალის დაცვას ვერაფერს ვუზავთ, და ის უმტიტი სად არის ხო არ გაუშვეს უკვე წინასწარ გუნდიდან.
    წევრი [?]
    #6 7 აპრილი 2021 22:26
    0
    ხო ფრენკი შეტევაში მაქსიმალურად მარა დემბელე იმდენად მძულს რათქმაუნდა გრიზი მირჩევნია
    --------------------
    ბარსა? კი, ის ჩემი ცხოვრებაა!
    ბარსა? კი, მე ვარ მისი ფანი და ვიქნები სამუდამოდ!
    "mes que un club"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 აპრილი 2021 20:45
    0
    ულაპარაკოდ ეს კამანდა უნდა დააყენოს
    შტეგენი
    მინგესა არაუხო ლენგლე
    დესტი დე იონგი ბუსკეცი პედრი ალბა
    მესი დემბელე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 აპრილი 2021 19:59
    0
    ციტატა: El pistolero 9
    ჯობია ნამდვილად ასე ითამაშოს გუნდმა და თუ რამე ისე არ წავიდა მერე შემოიყვანოს გრიზმანი

    თუ შემოიყვანა დაგლიჯავს, ეს ისეთი მხეცია დაშლის რეალის დაცვას მარტივ მამრავლებად.
    Culé [?]
    #3 7 აპრილი 2021 18:11
    0
    ჯობია ნამდვილად ასე ითამაშოს გუნდმა და თუ რამე ისე არ წავიდა მერე შემოიყვანოს გრიზმანი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #2 7 აპრილი 2021 15:21
    3
    გრიზმანს კლასიკოში ბუსკეცის ან უფრო უკან, ლენგლეს ნაცვლად თუ ათამაშებ თორე მეტი მისი ადგილი ნაღდად არაა არსად
    წევრი [?]
    #1 7 აპრილი 2021 15:07
    4
    ლოგიკურია და სწორია - ასეც უნდა იყოს. 2 ნახევარმცველით ასეთი დონის თამაშში გასვლა უაზრობა იქნება. ფრენკი წინ გვჭირდება, ძაან მოძრავია. გრიზმანს ძინავს და ჯობია თუ რამეა სკამიდან ჩაერთოს მერე. ბუსკეცს მოხსნის ან რამე, თუ დაგვჭირდა.