კუმანს სურს, რომ ფეხბურთელები მხოლოდ ფეხბურთზე იყვნენ კონცენტრირებულნი

კუმანს სურს, რომ ფეხბურთელები მხოლოდ ფეხბურთზე იყვნენ კონცენტრირებულნი

სანაკრებო პაუზის დროს, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანსა და ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, შორის რამდენიმე შეხვედრა შედგა, იტყობინება Sport.

კუმანმა და ლაპორტამ შემდეგი სეზონის გეგმებზე ისაუბრეს და განიხილეს იმ ფეხბურთელთა სიტუაცია, რომლებიც შეიძლება, მომავალ სეზონში "ბარსელონას" შეუერთდნენ ან დატოვონ.

კატალონიური გამოცემა წერს, რომ ნიდერლანდელს მოსწონს გუნდში არსებული განწყობა, თითოეული ფეხბურთელი მოტივირებულია, რათა სეზონი წარმატებით დასრულდეს. მან ლაპორტას თხოვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მისი საქმიანობა, მაქსიმალურად, ფარულად განახორციელოს, რათა არსებულმა პრობლემებმა ფეხბურთელების ყურადღება არ მიიქციოს და ისინი მხოლოდ სპორტულ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებულნი. კუმანი, პირველ რიგში, იმ ფეხბურთელებს გულისხმობდა, რომლებიც, შესაძლოა, ზაფხულში კატალონიური კლუბიდან წავიდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 7 აპრილი 2021 12:52
    0
    წამსვლელებზე თუ მიდგა საქმე ნეტუ უნდა წავიდეს,ისედაც ციდოა სკამისთვის და ფინანსურად წაგვეხმარება.ვფიქრობ პენია და ტენასი მარტივად ჩაანაცვლებენ.
    ლენგლესაც და უმტიტისაც ამ ზაფხულში გავუშვებდი,უმტიტის მითუმეტეს.
    ფირპო უნდა გაუშვან და ბალდე დააწინაურონ.
    პიანიჩი და ფერნანდესიც გასაშვებები არიან+კოუტინიოც.
    ბრეიტვეიტიც წავა ალბათ ზაფხულში და ჰალანდი თუ მოვიდა გრიზმანიც გასაშვები იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 აპრილი 2021 10:19
    0
    კუმანს სურს, რომ ფეხბურთელები მხოლოდ ფეხბურთზე იყვნენ კონცენტრირებულნი.
    ნეტავ რომელ მწვრთნელს არ სურს ეგ ამბავი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 აპრილი 2021 22:24
    2
    გვარდიოლას მეთოდები :დდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 6 აპრილი 2021 21:54
    1
    მართალიცაა. ბეილისნაირი რომ არ განმეორდეს!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"