აგუეროს წარმომადგენლებს მხოლოდ 2 კლუბი დაუკავშირდა

აგუეროს წარმომადგენლებს მხოლოდ 2 კლუბი დაუკავშირდა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილია, რომ აგუერო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ სიტის" უფასოდ დატოვებს. არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის შემტევის დამატებას "ბლაუგრანა" ცდილობს, თუმცა, როგორც ირკვევა, მის ტრანსფერზე ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიც" აქტიურად მუშაობს.

რომანოს ცნობით, აგუეროს წარმომადგენლებს მხოლოდ 2 კლუბი დაუკავშირდა. ესენი "ბარსელონა" და პსჟ არიან.

იგივე წყარო იტყობინება, რომ სერხიო აგუერო ევროპაში კიდევ 1-2 სეზონი ითამაშებს, შემდეგ კი იგი სამშობლოში დაბრუნდება და არგენტინულ "ინდეპენდიენტეს" მიაშურებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 6 აპრილი 2021 19:26
    1
    პსჟ-ს რა უნდა, არ იცის რომ თუ ბარსა მოინდომებს ის ეგრევე აქეთ წამოვა? ისე ორწლიანი კონტრაქტით რა დაშავდება. ამდენი ხანია დემბელეს, კოუტინიოს, პიანიჩს, ბრეითვეიტს, გრიზმანს ვინახავთ რომლებშიც რამდენიმე ასეული მილიონია გადახდილი და ნული შედეგი.
    ახალბედა [?]
    #6 6 აპრილი 2021 14:44
    0
    აგუეროს ნაირი გამოცდილი ცივსისხლიან ფორვარდი გვჭირდება
    მესსისაც გაუადვილდება დარჩენა აუგერო თუ მოვა
    ეს პსჟ კიდე რას გადაგვეკიდა 😂
    Culé [?]
    #5 6 აპრილი 2021 13:58
    1
    მოვიდეს ეს კაცი.ხელფასის დაკლებაზე თანახმაა,უფასოდ მოდის და რას გააფუჭებს???ბრაიტვაიტს გრიზმანს ტრინკაუს და დემბელეს ერთად აღებულს აჯობებს თუ არ დაიტრავმა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #4 6 აპრილი 2021 13:51
    0
    Griezzy7,
    კარგია მარა ჰოლანდი თუ მოვა ფრანგებიდან ერთი წავა. მესი ფატი დემბელე გრიზმანი ტრინკაო დეპაი ჰოლანდი. 7 მაღალი დონის ან ამბიციის მქონე მოთამაშე 3 პოზიციაზე? გამორიცხულია ეგ
    ფანი [?]
    #3 6 აპრილი 2021 13:16
    4
    სუას სასაცილოდაც არ ეყოფა ეს რო მართლა მოიყვანონ.
    Culé [?]
    #2 6 აპრილი 2021 12:59
    0
    ციტატა: Griezzy7
    ნეტო. ფირპო. უმტიტი. მატეუსი. პიანიჩი. კოუტინიო. ბრეიტვეიტი - ნა**ით! blush

    გარსია, ვეინალდუმი, დეპაი, ჰოლანდი - მობრძანდით! kissing_heart

    ექვსზე გეთანხმები.მოიცა კოუტინიო ვის დაუტოვე და მატეუშ ფერნანდესი რომელიც საერთოდ რისთვისაა და ვისთანაა?
    Culé [?]
    #1 6 აპრილი 2021 12:52
    0
    ნეტო. ფირპო. უმტიტი. მატეუსი. პიანიჩი. კოუტინიო. ბრეიტვეიტი - ნა**ით! blush

    გარსია, ვეინალდუმი, დეპაი, ჰოლანდი - მობრძანდით! kissing_heart