რონალდ კუმანი ვალიადოლიდთან მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი ვალიადოლიდთან მატჩის შემდეგ

"ვალიადოლიდის" დამარცხების შემდეგ, "ბარსას" თავკაცი, რონალდ კუმანი განცხადებას აკეთებს:

დღეს ჩვენს სტანდარტებს ვუღალატეთ - ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ.
დემბელემ საკვანძო როლი ითამაშა და მისი წყალობით, მატჩის მოგება შევძელით.
რა თქმა უნდა, ჩვენს თამაშზე გავლენა სანაკრებო პაუზამაც მოახდინა. თუმცა, სიტუაცია შემოვატრიალეთ.
მინდა, რომ დემბელე კლუბში დარჩეს, რადგან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ფრანგი ფიზიკურ მონაცემებს სულ უფრო და უფრო ავითარებს.
ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც იღბალი შენკენაა... ხან პირიქით ხდება. ყოველთვის უნდა გვქონდეს მისწრაფება, რომ 3 ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლოთ. ფეხბურთელები რობოტები არ არიან, წინ კი ბევრი მატჩი გველოდება.
შეხვედრის ბოლომდე გმირულად ვიბრძოლეთ, გოლი გავიტანეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ.
"ელ კლასიკო" ყოველთვის მნიშვნელოვანია და ახლა, განსაკუთრებით. ამისი მიზეზი ლა ლიგის ტიტულისათვის დაძაბული ბრძოლაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #17 6 აპრილი 2021 14:42
    2
    ციტატა: Futbol Club Barcelona
    Გაასხი ამ სეზონის მერე დუბლიც რო დადო მაინც და ჩავი მოუშვი

    დაუნახავობა ძალიან ცუდია!
    რატომ გგონიათ რომ ჩავი აგვაშენებს? ყატარის დონის ჩემპიონატის მოგება სულ არ ნიშნავს რომ "ტოპ-5" ჩემპიონატშიც ივარგებს. დიდ პატივს ვცემ როგორც მოთამაშეს, როგორც ბარსას "ოქროს თაობის" უმნიშვნელოვანეს წევრს, ლეგენდას, მაგრამ ჯერჯერობით ბარსაში არანაირად არ მინდა.
    მხოლოდ ის ვერ გამიგია რას ერჩით კუმანს, რომელმაც ღრმა ჭაობიდან ამოათრია გუნდი, სავარაუდოდ მეორე "ოქროს თაობას" ჩაუყარა საფუძველი და გუნდს ლაღი ფეხბურთის თამაშის ხალისი დაუბრუნა..
    ყველამ თავისი "დათესილი" თვითონვე უნდა მოიმკას! ჩავი თუ მოვა და მომავალ წელს ტიტულებს დაყრის, ჩათვლით რომ "დაფნის გვირგვინი" მას ეკუთვნის? ...ჩემი აზრით არანაირად!!! ეს კუმანის უდიდესი შრომის შედეგი იქნება და არა ჩავის!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 6 აპრილი 2021 10:33
    2
    მინდა, რომ დემბელე კლუბში დარჩეს, რადგან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ფრანგი ფიზიკურ მონაცემებს სულ უფრო და უფრო ავითარებს.
    და გონებით სულ უფრო და უფრო ქლიავდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 6 აპრილი 2021 10:19
    1
    დე იონგით არ უნდა გაერისკა ვაფშე უნდა დაესვენებინა ფრენკისაც ეტყობოდა რო ძაან ფრთხილობდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #14 6 აპრილი 2021 09:47
    0
    პეპ გუარდიოლა,
    სხვადასხვა ტაქტიკის ცდა აუცილებელი იყო , გუნდში დესტის გარდა არავინ გამდმოიყვანეს და ფაქტობრივად იმავე შემადგენლობით როგორი პროგრესი განიცადა გუნდმა , სწორი ტაქტიკის პოვნა იყო საჭირო და ეგ ეგრე მარტივი არაა , თითქმის ყველამ იპოვა თავისი თავი მოედანზე , პსჟსთან პირველ მატში ნამდვილად კუმანის არასწორმა გადაწყვეტილებამ წაგვაგებინა , მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ მეოთხედ ფინალს მაინც ვერ გავცდებოდით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 6 აპრილი 2021 09:16
    2
    ისე პაუზამ მაგრად დაგვაზარალა.არადა რა მაგარ ტალღაზე ვიყავით
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #12 6 აპრილი 2021 09:15
    7
    ტელევიზორიდან ყურებით რა ადვილია ხო ტაკტიკოსობა და ტრენერობა))) კუმანი რომ მოვიდა ყველაფერი ცადა და არც არავინ არუნდა ამტყუნებდეს ჩამოშლილი და ზნედაცემული გუნდი ჩაიბარა და რა გინდათ ეხლა ექსპერიმენტებიც არუნდა ჩაეტარებინა რომ გუნდის ჭეშმარიტი ტაკტიკისთვის მიეგნო??? თან ამდენი ტრავმების ფონზე? რას გადაეკიდეთ ამ ხავის? თუ ალ სადის ბწტინვალებით ეგაა და აქაც ვარსკვლაცებს მოწყვეტს? კუმანის გაშვება არის უდიდესი შეცდომა და კიდე ერთი მოუყვანონ ამ კაცს ის ფეხბურთელები ვისაც ითხოვს და მერე აკრიტიკეთ ფროფესორებმა თუ შედეგს ვერ დადებს
    ფანი [?]
    #11 6 აპრილი 2021 08:40
    2
    Always cule,
    გეთანხმები👌👌
    ფანი [?]
    #10 6 აპრილი 2021 08:13
    11
    ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ ბოლომდე იბრძოლეს და არ მოეშვნენ, არავინ თქვას რომ ეს კუმანის ეფექტი არ არის.
    ფანი [?]
    #9 6 აპრილი 2021 04:47
    7
    წლევანდელ ბარსაში რაც ყველაზე მეტად მომწონს ბრძოლის უნარია... შეიძლება ვერ თამაშობდნენ მარა მაინც არ ტყდებიან ბოლომდე... ორმაჰად სასიამოვნოა ესეტი თამაშის მოგება: 1. რომ ატლეტიკო 1 ქულაზეღაა და 2. რომ ბოლო წუთზე იგებ თამაშს სადაც არც თავი გაქ და რისი თავიც გაქ ისიც არ გამოდის
    Culé [?]
    #8 6 აპრილი 2021 02:46
    10
    ალბათ კუმანს მაინც იმას დავუწუნებ რომ დეიონგით ასე გარისკა. სხვა ისეთი არაფერი მომხდარა თამაშში, მთლიანად თავიდან ბოლომდე მკვდარი უძრავი თამაში. სანაკრებო პაუზამ არია გუნდი. აშკარად ყველა სხვაგან დაფრინავდა, არ იყვნენ შესაბამისად მორგებულები, პლიუს ფიზიკურად ისედაც გადაღლილებს უწევდათ ენერგიის დაზოგვით თამაში, რამაც გამოიწვია ზუსტად ეს უსახური სანახაობა. რათქმაუნდა დღეს სანახაობა ყველას გვეკიდა და მთავარი შედეგი იყო. დემბელეს გოლმა გადაგვირჩინა სანუკვარი სამი ქულა, მადლობა მას ამისთვის! თამაშიც ასე თუ ისე კარგად ჩაატარა, წითელიც აკიდა მეტოქეს❤️🙌 ახლა ლა ლიგაში უკვე მართლა ყველაფერი ჩვენს ხელშია, მოვუგებთ რეალს და გავუქრობთ ჩემპიონობაზე ნატვრებს, მოვუგებთ ატლეტიკოს და უკვე თავად გავინაღდებთ ჩემპიონობას❤️ მოკლედ ძალები აღარ უნდა დაიშურონ ბიჭებმა რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდეს!!!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 6 აპრილი 2021 01:54
    1
    სანაკრებო პაუზამ თავისი ქნა, გადაღლილობა სახეზე იყო და რაც შეეხება 9-იანს, ბრაითვაიტის იმედად მარტო მადრიდის რეალი უნდა იყოს, რადგან ეგეთი "თანამდებობისათვის შეუფერებელი" 9-იანზე არ ყოლია გუნდს აქამდე
    ფანი [?]
    #6 6 აპრილი 2021 01:52
    25
    Futbol Club Barcelona,
    ჩავის უდიდესი პატივისცემის მიუხედავად რატომ გაქვთ ბრმა რწმენა რომ მოვა და გუნდი ძველ დიდებას დაიბრუნებს ? და მერე მეორეც დააფასეთ კუმანი მისი შრომის წყალობით ვართ ახლა მეორე ადგილას
    გულშემატკივარი [?]
    #5 6 აპრილი 2021 01:52
    4
    დასედების სმაილიც რო გვქონდეს ლაიქთან ერთად კარგი იქნებოდა))
    გულშემატკივარი [?]
    #4 6 აპრილი 2021 01:47
    3
    აშკარად გუნდს ეტყობა 9იანის ნაკლებობა
    ფანი [?]
    #3 6 აპრილი 2021 01:45
    6
    დემბელე იმსახურებდა მატჩის საუკეთესოს ტიტულს ... დღეს მესი ფორმაში არ იყო

    ana anukii,
    არავის კარიერა არ მოსპობია და არც კუმანის ბრალი არააა
    Culé [?]
    #2 6 აპრილი 2021 01:40
    1
    მორიბა გაცილებით ადრე უნდა შემოეყვანა გაცილებით ადრე... პედრი გადამწვარია ვეღარ დარბის დასვენება უნდა... სანამ მინდორზე არ დალევს სულს მანამდე არ მოასვენებს ფატისაც ასე უკეთებდა და მოუსპო კარიერა😡
    გულშემატკივარი [?]
    #1 6 აპრილი 2021 01:35
    18
    ეს კაცი არის სიყვარული 🥺 როგორ ეხუტება ხოლმე ყველას სათითაოდ რო გადიან 🥺❤️ თან ბრავო, არ ნებდება ბოლო წუთამდე ფიქრობს ხოლმე ტაქტიკურ ცვლილებებზე რაღაც ისე რო ვერ მიდის