ფილიპე კოუტინიოს მორიგი ოპერაცია ჩაუტარდება

"ბარსელონას" ნახევარმცველს ფილიპე კოუტინიოს დღეს ბრაზილიაში მარცხენა მუხლზე მე-3 ოპერაცია ჩაუტარდება. ამ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Globo Esporte ავრცელებს.
კოუტინიომ ტრავმა 29 დეკემბერს "ეიბართან" გამართულ მატჩში მიიღო. 28 წლის ფეხბურთელის დაზიანება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ბრაზილიელს მუხლზე უკვე ორი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, დღეს კი მას კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება და მენისკის კისტას ამოკვეთენ.
წყაროს ცნობით, ოპერაციას ბრაზილიის ნაკრების ექიმი როდრიგო ლასმარი გაუძღვება.
ივარაუდება, რომ ფილიპე კოუტინიო ამ სეზონში მოედანს ვერ დაუბრუნდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]