ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 3 აპრილი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 3 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 აპრილს მოხდა.

თამაშები

3 აპრილს "ბარსელონას" 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1932 წელი

ლა ლიგის საშინაო "კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალთან" 2-2 ითამაშა. მასპინძელთაგან გოლები სამიტიერმა და აროჩამ გაიტანეს.

1941 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე სალვადორ სადურნი. 1960-1975 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 331 თამაში ჩაატარა. სადურნიმ 2 ესპანეთის თასი, 2 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1949 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" 6-0 გაანადგურა. გოლები კანალმა (3), სეგერმა (2) და მარკოს აურელიომ გაიტანეს.

ამ მატჩში "ბარსამ" ლა ლიგაში თავისი მე-900 გოლი გაიტანა.

1951 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ხოსე ანტონიო რამოს "პეპიტო". 1976-1982 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 158 თამაში ჩაატარა. კატალონიურ კლუბთან ერთად პეპიტომ 2 თასების მფლობელთა თასი და 2 ესპანეთის თასი მოიგო.

1984 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი მაქსი ლოპესი. 2004-06 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 20 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ლოპესმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

2003 წელი

დაიბადა პაბლო ტორე.

2012 წელი

ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "მილანი" 3-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები მესიმ (2) და ინიესტამ გაიტანეს. მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე გოლი გაიტანა და მე-10 დუბლი შეასრულა. ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში 50-ე გამოდგა პეპ გვარდიოლასთვის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 აპრილი 2021 17:25
    0
    სადაც მესიც იყო და ინიესტაც იქ შედეგიც ჩანს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 აპრილი 2021 13:39
    0
    ლიგაზე ლეომ გოლებში უნდა გაასწროს რონალდუს.თან უმცროსია რონიზე და ეგეც შეუწყობს ხელს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.