ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - პირველი აპრილი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - პირველი აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც პირველ აპრილს მოხდა.

თამაშები

პირველ აპრილს "ბარსელონას" 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1928 წელი

ესპანეთის თასზე "ბარსელონამ" "პატრია არაგონი" 7-0 გაანადგურა. გოლები არნაუმ (2), სამიტიერმა (2), ვალტერმა, სასტრემ და პიერამ გაიტანეს.

1951 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "მალაგა" 7-2 გაანადგურა. გოლები ტეხედორმა (2), კალვეტმა (2), სეგედიმ, ნიკოლაუმ და ბასორამ გაიტანეს.

1954 წელი

"ლეს კორტსზე" "ბარსელონას" ვეტერანების თამაში მიმდინარეობდა. მეხუთე წუთზე გულის შეტევა დაემართა კლუბის ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რამონ გუსმანს, რომელიც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

1956 წელი

"სელტასთან" 2-1 მოგებულ შეხვედრაში ლადისლაო კუბალამ ლა ლიგაში თავისი მე-100 თამაში ჩაატარა და თავი დუბლითაც გამოიჩინა.

1962 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "რასინგი" 8-0 გაანადგურა. გოლები ვისენტემ (2), კოჩიშმა (2), ვერგერსმა, ეულოხიო მარტინესმა და საბალიამ გაიტანეს, ერთ ბურთი კი საკუთარ კარში სანტამარიამ ჩაჭრა.

1969 წელი

88 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ერნსტ ფრანსის ვიტი კოტონი.

1989 წელი

"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკო" უგოლოდ დასრულდა.

2006 წელი

"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკო" 1-1 დასრულდა. გოლები როანლდინიომ და რონალდომ გაიტანეს.

2008 წელი

"შალკესთან" 1-0 მოგებულ შეხვედრაში ბოიან კრკიჩი 1990-იან წლებში დაბადებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

2014 წელი

ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ატლეტიკოსთან" 1-1 თამაშის დროს "ბარსელონამ" ამ ტურნირზე 250-ე გოლი გაუშვა. ამ გოლის ავტორი დიეგო იყო. კატალონიელთაგან თავი ნეიმარმა გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 აპრილი 2024 17:02
    0
    1954 წელი
    "ლეს კორტსზე" "ბარსელონას" ვეტერანების თამაში მიმდინარეობდა. მეხუთე წუთზე გულის შეტევა დაემართა კლუბის ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რამონ გუსმანს, რომელიც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

    მერე თამაშის წინ პენსიონერები არ უნდა გაესინჯათ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 აპრილი 2021 15:13
    0
    გოლების მხრივ მაგარი დღეა.ორჯერ 7 და ერთხელ 8 ბურთი თამაშში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.