ლიონელ მესი ლაპორტას ელოდება

ლიონელ მესი ლაპორტას ელოდება

"ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი კატალონიური კლუბის პრეზიდენტისგან, ჟოან ლაპორტასგან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთავაზების მოლოდინშია.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მესი კვლავ ლაპორტას მოლოდინშია, თუმცა, მისთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონის დარჩენილი ტიტულებისთვის ბრძოლაა.

იმავე წყაროს ცნობით, ლეომ კარგად იცის, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში ხელფასი შეუმცირდება, მაგრამ არგენტინელისთვის, უპირველეს ყოვლისა, მთავარი სპორტული პროექტია. "ბლაუგრანას" კაპიტანს სურს, რომ გამარჯვებულის პროექტი წარუდგინონ.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ლაპორტა მესის, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, შეთავაზებას უახლოეს დღეებში გაუკეთებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 1 აპრილი 2021 15:10
    2
    ლა ლიგის და კოპას მოგება ძაან დიდი მიღწევა იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #5 1 აპრილი 2021 14:42
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    წესიერი იგროკები მოიყვანოს და დარჩება მესი რათ უნდა ამას ამდენი ფილოსოფია

    ეს კრიზისი რაც დატოვა ბართომეუმ ძაან ხელისშემშლელი ფაქტორია იოლი საქმე არ იქნება ეგ მაგის ფონზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 აპრილი 2021 14:24
    0
    წესიერი იგროკები მოიყვანოს და დარჩება მესი რათ უნდა ამას ამდენი ფილოსოფია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 1 აპრილი 2021 13:33
    0
    აბა გუშინ წერდნენ შეხვდა ლაპორტასო??ვის რა უნდა იმას იგონებს
    Culé [?]
    #2 1 აპრილი 2021 12:17
    0
    დარწმუნებული ვარ ისეთი შეთავაზება აქვს მზად რომ ლეო უარს ვერ იტყვის და საბოლოოდ ლაპორტა მაინც შეძლებს მის დარწმუნებას.ლეოს ადგილი ბარსელონაშია და არა რომელიმე სხვა გუნდში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 აპრილი 2021 12:15
    0
    შეპირდეს და შეუსრულოს რაც თავის სიტყვაში თქვა წარდგენაზე. ჰოლანდი ან მბაპე. ალაბა, და კიდევ ერთი ორი ნორმალური კონტრაქტი, ბარსას განთავისუფლება ბალასტისგან და ლეოს მეტი არაფერი უნდა, ლეოს ტიტულების მოგება უნდა რომლებსაც სეტიენისგან არ გამოვიდა და ნორმალური პარტნიორები, ვისთანაც თამაში შეიძლება. ხელფასის დაკლებაზე პრეტენზია არ ექნება.