სანაკრებო მატჩები დასრულდა | "ბლაუგრანელთა" თამაშები

სანაკრებო მატჩები დასრულდა | "ბლაუგრანელთა" თამაშები

სანაკრებო პაუზა დასრულებულია.

დღეს საქმეში 7 "ბლაუგრანელი" ვიხილეთ. მათგან 4-მა კი თავი შედეგიანობითაც გამოიჩინა.

ეროვნული ნაკრებების მიღმა თავი ჯერ ფრანსიშკუ ტრინკაუმ გვასახელა, ის პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებს შვეიცარიელ თანატოლებთან გამარჯვებაში გოლით დაეხმარა.

მარტინ ბრეითუეიტი

დანიის ნაკრები ავსტრიას ესტუმრა და გამანადგურებელი სხვაობით, 4-0 იმარჯვა. დანიელთა წარმატებაში მცირე წვლილი მარტინ ბრეითუეიტმაც შეიტანა, რომელმაც ასისტი შეასრულა და ჰოიბიერგს გაატანინა. დანიელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, ამ სანაკრებო პაუზაზე ყველაზე შთამბეჭავად სწორედ ისინი გამოიყურებოდნენ.

პედრი, სერჟიო ბუსკეტსი & ჟორდი ალბა

"ფურია როხამ" პირველ ტურში საბერძნეთთან დაკარგული ქულების შემდეგ, საქართველოსთან და კოსოვთან ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მოიპოვა. ამ შემთხვევაში, პირენეელებმა გამარჯვება გაცილებით მარტივად შეძლეს. მათ კოსოვო საშინაო კედლებში 3-1 დაამარცხეს.

"ბლაუგრანელთა" შორის ორმა მათგანმა, ჟორდი ალბამ და პედრიმ თავი ასისტებით გამოიჩინა.

პედრის პასის შემდეგ გოლი ფერან ტორესმა გაიტანა. ალბას გადაცემით კი დანი ოლმომ კიდევ ერთი შედევრი შემოგვთავაზა.

ანტუან გრიზმანი, მირალემ პიანიჩი

ანტუანმა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთხელ ულიდერა და თანაგუნდელის წინააღმდეგ მინიმალური სხვაობით იმარჯვა.

იმ ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი კი სწორედ გრიზმანი გახლავთ.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

სანაკრებო პაუზის უდიდესი სენსაცია გერმანიაში დაფიქსირდა და "ბარსას" მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს გადახდა თავს.

ჩრდილოეთ მაკედონიამ დუისბურგში გერმანიია დაამარცხა. შედეგად კი ჯგუფს სათავეში სომხეთის ნაკრები ჩაუდგა, რომელსაც უკან მაკედონია მოჰყვება. 

გაშვებულ გოლებში მარკს ვერ დავადანაშაულებთ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გერმანია 20 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად დამარცხდა.



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 1 აპრილი 2021 14:11
    1
    გოლის მერე გრიზმანის ტინგიცობა ნერვებს მიშლის.
    ფანი [?]
    #12 1 აპრილი 2021 12:48
    1
    ძალიან ცუდი, არ იმსახურებდა ტერ შტეგენი ნამდვილად.მალუმა არ ნახავს იმედია ამ სტატიას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 1 აპრილი 2021 12:27
    0
    ისედაც არ ევასებოდათ ტერ შტეგენი გერმანიაში და ეხლა ყველაფერს მაგას დააბრალებენ ეგ ფაშისტები.
    პედრიმ კი საუცხოოდ იასპარეზა, ის 68 წუთი რაც მოედანზე გაატარა.
    გულშემატკივარი [?]
    #10 1 აპრილი 2021 11:27
    1
    გრიზმანს 2 გოლი აქვს, ბრაიტვეიტმაც გაიტანა. არ გეკადრებათ
    Culé [?]
    #9 1 აპრილი 2021 10:24
    5
    პედრის ძირითადში ყოფნას, ჩვენი ნახევარდაცვის სისუსტეს ვაბრალებდი გარკვეულწილად ... მაგრამ ესპანეთშიც მოსვა სკამზე უმაღლესი დონის ნახევარმცველები 🤣🤣 პედრიტო ❤️
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Culé [?]
    #8 1 აპრილი 2021 10:20
    0
    ჯორჯ,
    ძაან მაგარი ბიჭი გამოდგა.მეც მინდა რო დააბრუნონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #7 1 აპრილი 2021 09:52
    0
    ბრაიტვეიტმა გოლიც გაიტანა
    --------------------
    Cule🤙🤙🤙🤙🤙
    Visca barca visca catalonya💙❤💙❤
    ფანი [?]
    #6 1 აპრილი 2021 09:35
    4
    ტერ შტეგენს ძლივს თამაში ეღირსა და მაკედონიამ 2 გოლი გაუტანა
    ფანი [?]
    #5 1 აპრილი 2021 09:26
    4
    ჩვენც უნდა მოგვეგო გუშინ ბერძნებისთვის,საშინლად არგვიმართლებს არასდროს
    ფანი [?]
    #4 1 აპრილი 2021 08:05
    0
    Ra uigbloa shtegeni ziritad tamashebshi mudam ar umartlebs..
    ფანი [?]
    #3 1 აპრილი 2021 07:56
    1
    პედრის კარგი დებიუტი ქონდა , დე იონგი კი უკვე როგორც ბარსაში ისე ნაკრებშიც საკვანძო ფიგურაა
    წევრი [?]
    #2 1 აპრილი 2021 04:20
    3
    დანი ოლმო ბარსა ბ-ში იყო იმედი მაქვს დაბრუნდება სახლში
    წევრი [?]
    #1 1 აპრილი 2021 04:03
    3
    ძლიივს 🙏
    თამაშებიდან გამომდინარე პირველ რიგში გრიზმანი, ალბა და პედრი განსაკუთებულად კარგად გამოიყურებოდნენ 👏 ეს ფორმა უნდა შენარჩუნდეს კლასიკოსთვისაც აუცილებლად