ბარსელონას პრიორიტეტი ილაიშ მორიბას კონტრაქტის გახანგრძლივებაა | MD
- 31-03-2021, 15:55
-
Tsitsi
- 11

მიმდინარე სეზონში კატალონიის "ბარსელონაში" კიდევ ერთი ტალანტი, ილაიშ მორიბა გამოჩნდა, რომელმაც უკვე სადებიუტო გოლის გატანაც მოასწრო.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამჟამად "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" პრიორიტეტი - 18 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებაა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
როგორც წყარო იტყობინება, "ბარსას" ხელმძღვანელებს სურთ, წარმოშობით გვინეელის ახალ აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყონ და შეთანხმებას მიაღწიონ.
გარდა ამისა, ახალი ამბავი არაა, რომ ნახევარდაცვის გასაძლიერებლად, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი თავისი თანამემამულის, ჯორჯინიო ვეინალდუმის დამატებას ითხოვს, რომელიც "ლივერპულის" დატოვებასთან ახლოსაა.
მიუხედავად ამისა, მორიბას კარგი თამაშის ფონზე, რასაც ნიდერლანდელის პოტენციური ხელფასიც ემატება, ეს ტრანსფერი სათუო ხდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]