Sport: კუმანს აგუეროს ტრანსფერი არ სურს

"ბარსელონას" ნიდერლანდელ მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს, არ სურს, რომ კლუბმა 32 წლის არგენტინელი ფეხბურთელი, სერხიო აგუერო, გადმოიბიროს, წერს Sport.
კუმანს მიაჩნია, რომ მის სათამაშო სისტემას მემფის დეპაი უკეთ მოერგება. ამასთან, ნიდერლანდელს თამაში შეტევის როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზეც შეუძლია.
მემფისის დამატება კუმანს გუნდში მოსვლისთანავე სურდა, თუმცა "ბარსას" მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ტრანსფერის განხორციელება ვერ შეძლო.
აგრეთვე, კატალონიური გამოცემის თქმით, დეპაისა და აგუეროს ტრანსფერებს ერლინგ ჰოლანდის შეძენასთან საერთო არაფერი აქვთ და კლუბი ნორვეგიელის დამატებას ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]