"ბარსას" რთული არჩევანი: დეპაი თუ აგუერო

"ბარსას" რთული არჩევანი: დეპაი თუ აგუერო

Marca-მ "ბარსას" მომდევნო თავსატეხს სტატია მიუძღვნა.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ აგუერო "სიტის" დატოვებს, არავისთვის არის დასამალი, რომ არგენტინელს "ბარსელონაში" თამაში სურს და არც "ბარსა" მალავს ინტერესს, მაგრამ ტრანსფერის განხორციელება რამდენიმე მიზეზის გამო, რთული იქნება. აგუერო ჯერ არ ჩამოყალიბებულა მომავალზე, მაგრამ უკვე კონკურენციაშია მემფის დეპაისთან, ორივე თავისუფალი აგენტი ხდება და დაახლოებით ერთი სიდიდის ხელფასი ექნებათ, აგუერო ამჟამად გაცილებით მეტს იღებს, მაგრამ ნაკლებ ხელფასზე თანახმაა. 

"ბარსას" 2005 წლის შემდეგ (ლაპორტას პრეზიდენტობის პერიოდი), თავისუფალი აგენტის სტატუსით ფეხბურთელი არ გადაუბირებია, ამჟამად კი ამის შესაძლებლობა ძალიან დიდია - ან დეპაი, ან აგუერო.

მემფის დეპაი

წესით და რიგით მისი ტრანსფერისთვის ხელი ვერაფერს უნდა შეეშალა, მაგრამ ხელმძღვანელობა შეიცვალა და ლაპორტამ "პრეზიდენტის წესი" განსაზღვრა, ანუ, კუმანს მოუსმენს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. დეპაი რონალდ კუმანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, მაგრამ ბართომეუმ ვერც მის გადმოყვანას მოაბა თავი, მიუხედავად იმისა, რომ დეპაის ფასი, კონტრაქტიდან გამომდინარე, ძალიან დაბალი იყო. 

კუმანს მცდელობა ჰქონდა, რომ ზამთარში მაინც მიეღწია საწადელისთვის, მით უმეტეს, რომ ფატი და კოუტინიო დაშავდნენ, მაგრამ ზამთარშიც ხელცარიელი დარჩა, ამჯერად, ზაფხულში ეცდება, რომ დეპაი გადმოიყვანოს, ფაქტია, რომ თავად კუმანს მემფისის კანდიდატურა აგუეროზე მეტად მოსწონს, მაგრამ არგენტინელსაც გავლენიანი ხალხი უჭერს მხარს. 

დეპაის უპირატესობები:

  • კუმანი ჰოლანდიის ნაკრებში, ცრუ ცხრიანის, ხანდახან კი ფორვარდის პოზიციაზე იყენებდა, დეპაი კი ტიპური გარემარბია, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, გამოდის, რომ კუმანის ხელში, შეტევის ყველა პოზიციაზე შეძლებს თამაშს, ეს აგუეროს ნამდვილად არ შეუძლია. 
  • რონალდ კუმანის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჰოლანდიელი ფეხბურთელს ითხოვს, ესე იგი, ზუსტად ხედავს მის როლს გუნდში და დანამდვილებით იცის რა შეუძლია. 
  • დეპაის გაცლებით კარგი სეზონი აქვს, წინა სეზონში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმა მარტივად აღიდგინა, აგუეროს რაც შეეხება, უკვე ძალიან დიდი ხანია ტრავმის გარეშე სეზონი არ ჩაუტარებია და აღარც ასაკი აქვს ისეთი, რომ მისგან მომატებას ველოდოთ. 

სერხიო აგუერო

აგუეროზე ყოველთვის იყო საუბარი, როგორც "რეალის" ისე "ბარსას" შემთხვევაში, "ბარსა" გამოირიცხა იმიტომ, რომ მესი დიდი ხნის განმავლობაში ფორვარდად თამაშობდა და გვერდით არავინ სჭირდებოდა, შემდეგ კი არჩევანი ლუის სუარესზე გაკეთდა, ახლა "ბარსას" ფორვარდი სჭირდება, რადგან აღარც სუარესია გუნდში და მესის როლიც შეიცვალა.

აგუეროს უპირატესობები:

  • ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ აგუერო კარგად იცნობს ლა ლიგას, საქმე დროში არ არის, საქმე თამაშის ხასიათშია, არგენტინელი თავიდან ბოლომდე ადაპტირებული იყო ესპანურ ფეხბურთთან და ინგლისში არაფერი დაუკარგავს, პირიქით, რამდენიმე კარგი თვისება შეიძინა. 
  • აგუერო უნივერსალი არ არის, მაგრამ "ბარსას" ზუსტად ცხრიანი სჭირდება, გოლის შემგდები ფეხბურთელი, თუ ჰოლანდის ტრანსფერი ჩაიშალა, აგუეროს ალტერნატივა არ ეყოლება, რადგან გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ სეზონში მინიმუმ 20 გოლს გაიტანს, თუ მძიმე ტრავმა არ მიიღი. 
  • ძალიან მნიშვნელოვანია მესის ფაქტორი, აგუერო და ლეო დიდი ხანია მეგობრობენ, არგენტინელს ახლობელი ადამიანი სჭირდება გუნდში, ჯერ მასკერანო წავიდა, მერე ნეიმარი, ბოლოს სუარესი, ლეომ ცოტა მოიწყინა, აგუეროს გადმობირებით მის წასვლაზე სპეკულაციებსაც წერტილი დაესმება. 

და ბოლოს, მოდი ვთქვათ პირდაპირ, აგუერო უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მისი დონისთვის ჯერ არც დეპაის მიუღწევია და არც დემბელეს, გრიზმანზე კი უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეღარც მიაღწევს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #18 1 აპრილი 2021 00:50
    0
    გავარტყი ორივეს კვარა დაითრიეთ სანამ დროა :დ
    წევრი [?]
    #17 31 მარტი 2021 16:13
    0
    ორივე ვერა?გრიზმანიც და კოუც მოსაშორებელია
    წევრი [?]
    #16 31 მარტი 2021 11:48
    0
    რა დეპაი 😁😁😁
    ფანი [?]
    #15 30 მარტი 2021 23:55
    1
    დეპაის ბევრი უკლია აგუერომდე ზოგი ისე უყურებთ აგუეროს თითქოს ვიღაცა რიგითი ფოვარდია...)))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 30 მარტი 2021 23:27
    0
    აგუერო რათ უნდა მაგას ფიქრი ვინგერები ოხრად გვყავს ცენტრფორვარდის პობლემაა გუნდში და აგუერო დეპაიზე გაცილებით პროდუქტიულია ფორვარდის პოზიციაზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 30 მარტი 2021 22:47
    0
    არ ვიცი რა ვთქვა. კუმანი კარგად იცნობს დეპაის და ალბათ იცის რისი მაქნისიცაა და რა შეუძლია. ისიც ფაქტია, რომ ნიდერლანდელის მეტს ვერ ხედავს სხვას. კლასით აგუერო უფრო მაღლა, რომ დგას ესეც ფაქტია, მაგრამ ასაკთან ერთად ტრავმებსაც დაუმეგობრდა.
    Culé [?]
    #12 30 მარტი 2021 20:57
    0
    ბასქუ10,
    მაშინ დემბელე/გრიზმანიდან რომელიმე უნდა გაუშვან.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #11 30 მარტი 2021 20:09
    1
    ორივე უნდა მოიყავნონ,აგუერო სკამისთვის იდეალური იქნება, მეორე ტაიმს ან ბოლო 30 წუთს უმაღლეს დონეზე ჩაატარებს, სკამიც გაძლიერდება, კონკურენციაც მოიმატებს, და მოკლედ ვფიქრობ ჯობია ორივე მოიყვანონ
    წევრი [?]
    #10 30 მარტი 2021 19:42
    1
    იმ სამაროში, სადაც დემბელეს აგუეროს დონის მიღწევის პოტენციალი აქვს, გრიზმანი მესის დონემდეც კი მივა. ოღონდ ბარსაში ვერა :)
    ფანი [?]
    #9 30 მარტი 2021 19:19
    2
    ლევანა 1თვე არ იქნებაო ლეომ თუ მოინდომა ოქროს ბუცზე გაიწევს
    გულშემატკივარი [?]
    #8 30 მარტი 2021 19:09
    0
    დეპაი.
    წევრი [?]
    #7 30 მარტი 2021 18:19
    2
    კოუტინიო და გრიზმანი უნდა გაყიდონ და ეს ორივე ერთად რომ მოიყვანონ ძალიან კარგი იქნება,ჰოლანდის მოყვანა არარეალური მგონია ფინანსებიდან გამომდინარე
    Culé [?]
    #6 30 მარტი 2021 18:18
    1
    ორივე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 მარტი 2021 18:17
    2
    "რონალდ კუმანის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჰოლანდიელი ფეხბურთელს ითხოვს, ესე იგი, ზუსტად ხედავს მის როლს გუნდში და დანამდვილებით იცის რა შეუძლია".
    რა ვქნა, მე ძალიან მეეჭვება, რომ კუმანი ზუსტად ხედავს და იცის ვის რა შეუძლია. ამის მაგალითად სუარესი გამოდგება, სუარესი რო დარჩენილიყო დღეს ბარსა ლიდერი იქნებოდა.
    ფანი [?]
    #4 30 მარტი 2021 17:07
    1
    საინტერესოა რომლის მოყვანას გადაწყვეტენ
    გულშემატკივარი [?]
    #3 30 მარტი 2021 17:03
    2
    სანამ არ გაიყიდებიან ფეხბურთელები მანამდე არავინ არ უნდა იყიდონ❤️
    გულშემატკივარი [?]
    #2 30 მარტი 2021 16:39
    1
    არცერთი მაგრამ აგუერო ჯობს
    --------------------
    ꧁༺Øñ𝖊LᎥfe༻꧂

    ꧁༺Øñ𝖊Łøv𝖊༻.꧂

    ꧁༺ Øñ𝖊ŦͭEͤÅͣMͫ༻꧂ F C b a r c e l o n a
    ფანი [?]
    #1 30 მარტი 2021 16:23
    3
    კაი , 2 სეზონი იქნება ნახევარს ტრამვებით გააცდენს სამაგიეროდ დემბელეს იმედზე ვიყოთ relaxed მესი კიდე მარტო იმის გამო არ დარჩება უი ძმაკაცი გადმომიყვანესო