ფილიპე კოუტინიო - ბარსელონას პრობლემა

ფილიპე კოუტინიო - ბარსელონას პრობლემა

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" გუნდის ნახევარმცველთან, ფილიპე კოუტინიოსთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს.

კოუტინიო "ბარსას" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, მაგრამ მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ 40 მილიონი ევროა, ეს კი "ბლაუგრანას" მიერ ფილიპეში გადახდილ თანხაზე გაცილებით ნაკლებია. კატალონიელებმა ბრაზილიელი 2018 წელს "ლივერპულიდან" 145 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს.

წყაროს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელის ამ ზაფხულში გაყიდვა, მისი მაღალი ხელფასისა და უკანასკნელი მძიმე ტრავმის გათვალისწინებით, იოლი არ იქნება.

ფილიპე კოუტინიომ სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა, 29 დეკემბერს მან მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც ბრაზილიელისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოუტინიო ბრაზილიაში გაემგზავრა და მკურნალობას სამშობლოში გააგრძელებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 30 მარტი 2021 22:54
    1
    დაუფიქრებლად იმხელა ხელფასები დაუნიშნა იმ სატანის ნაშიერმა, რომ გუნდი გააღატაკა. რისთვის იღებს ამხელა ხელფასს ან ეს, ან გრიზმანი, ან უმტიტი. ამ სამის ხელფასი ეყოფა 6-7 ფეხბურთელს თავისუფლად.
    Culé [?]
    #9 30 მარტი 2021 20:54
    2
    ისე კი მაინტერესებს ახალ ფორმაციაში როგორ ჩაჯდება მაგრამ გაყიდიან ზაფხულში ყველა ვარიანტში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #8 30 მარტი 2021 19:43
    1
    უბრალოდ საცოდაობაა ასეთია დონის ფეხბურთელი ასე რო იტანჯება
    ფანი [?]
    #7 30 მარტი 2021 17:04
    1
    მაგ 40 მილიონად მაინც რომ გავუშვათ კარგი იქნება
    Culé [?]
    #6 30 მარტი 2021 16:10
    1
    ფირპო. უმტიტი. მატეუსი. კოუტინიო. ბრეიტვეიტი - ესენი უნდა გავუშვათ აუცილებლად! მინიმუმ 60-80 მილიონი უნდა იშოვონ ამათგან.
    ფანი [?]
    #5 30 მარტი 2021 16:02
    2
    ტიპები ლაზარეთში არიან წამოწოლილი 24/7 და კიდე დიდ ხელფასზე რატომ აქვთ პრეტენზია
    [?]
    #4 30 მარტი 2021 15:54
    2
    ლივესთვის რო არ გვქონდეს კიდე ბონუსი სახდელი ამის 10 თამაშზე დატოვებდა კაცი, ოსასუნებთან დააყენე ითამაშებს, პედრისააც კონკურენტი ეყოლებოდა. მარა 12 მილიონი ხელფასი ნამეტანია. ფულს ამაში არავინ გადაიხდის. ლივესთვის ვალი გვაქ მისაცემი 50 მგონი, ამიტო ლივესვე უნდა დავუბრუნოთ და ვალის რასხოდი მოვახდინოთ. ლივეს ფანების ნაწილიც გაიხარებს, ჩვენც და თითონ კოუც. თორე 25 მილიონადაც არავინ იყიდის. ისე რა გვიქნა იმ ოჯახდაქცეულმა, ეს ხო ესეთი, უმტიტი წიხლით რო გააგდო არც წავა და არც იყიდიან 10 აქ ხელფასი და ზარალია. გრიზმანი 120 დაჯდა 17-20 ხელფასი და დღეს 35 საცარავინ მოგვცემს. სარფიანად მარტო ფატის (ისიც საეჭვო გახდა) პედრის დე იონგს და შტეგენს თუ გავყიდით. ნუ არაუხოს კიდე
    Culé [?]
    #3 30 მარტი 2021 15:52
    2
    გრიზმანის და სუარესის მსგავსი უტრავმო ფეხბურთელის გუნდში ყოლა ფუფუნებაა, ჩვენმა ფუმფულამ კი ეს უკანსკნელი უფასოდ გაუშვა
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 მარტი 2021 15:47
    2
    აი ამას ეხლა ადამიანი ჰქვია, ნამუსის ნატამალი არ უნდა ქონდეს? ვერ თამაშობ, იტრავმები და ამ გაგანია კრიზისში რო უზარმაზარ ხელფასს იღებ, შეგრცხვეს მაინც. დაიკელი ხელფასი რა ზარალი ხარ გუნდის, და დაეგდე მაგ ბრაზილიაში არავინ მანდედან გამოსაშვებები არა ხართ. საერთოდ არ მესმის და არც მახსოვს, ეს რა დონე იყო? სალახი თუ მახსოვს მანე კეინი დაჟე ვარდი ეს ვინ იყო ამისთანა რო გადარია ბართო და მიაფშვნა ნეიმარში აღებული მილიონები.
    გულშემატკივარი [?]
    #1 30 მარტი 2021 15:45
    1
    ეს კიდე დაიტანჯა რაა,ცოდოა ძალიან🥺
    --------------------
    "ბარსელონა" ეს ხომ ფეხბურთის ზეიმია❤💙