საქართველო ესპანეთთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჩვენდა სამწუხაროდ, ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები დაამარცხა.
პირველ ტაიმში, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, უპირატესობას ქართველები ფლობდნენ. მატჩის 44-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა და საქართველო დააწინაურა. მეორე ტაიმში ლუის ენრიკემ ცვლილებები განახორციელა და 56-ე წუთზე, ჟორდი ალბას პასით ფერან ტორესმა წონასწორობა აღადგინა. შეხვედრა თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 92-ე წუთზე, დანი ოლმოს ბრწყინვალე გასროლით ესპანეთის ნაკრები დაწინაურდა. ბოლო, 94-ე წუთზე, ლევან შენგელიამ პედრის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და წითელი ბარათიც დაიმსახურა. მატჩი ესპანეთის გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.
შეხვედრაში მონაწილეობა ყველა გამოძახებულმა "ლურჯ-ბროწეულისფერმა" მიიღო: ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი და პედრი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]