ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 28 მარტი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 28 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 მარტს მოხდა.

თამაშები

28 მარტს "ბარსელონას" 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1909 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე (1930-36, 1939-41) და მწვრთნელი (1941-1944) ხუან ხოსე ნოგესი. "ბლაუგრანას" მაისურით მან 148 თამაში ჩაატარა.

1909 წელი

"გალენოსთან" 4-0 მოგებით "ბარსელონა" კატალონიის ჩემპიონი გახდა. გოლები კირანტემ (2), უაითმა და უოლასმა გაიტანეს. ეს უკანასკნელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

1940 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ლუის კუბილია. 1961-1964 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 25 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

1948 წელი

ლა ლიგის საშინაო თამაშში "ბარსელონამ" "ესპანიოლი" დერბიში 5-1 გაანადგურა. გოლები სესარმა (4) და სეგერმა გაიტანეს. ამ მატჩში სესარმა ლა ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა.

1954 წელი

"კამპ ნოუს" მშენებლობა დაიწყო. ქალაქისთვის მანამდე არნახული მასშტაბის მშენებლობა 1950 წელს დაანონსდა, მაგრამ კლუბის წევრებს თანხის შესაგროვებლად 4 წელი დასჭირდათ.

66 მილიონ პესეტად შეფასებული შენობის არქიტექტორი ჟოზეპ სოტერას მაური და ფრანსესკ მიტიანს მირო იყვნენ.

მშენებლობა 1957 წლის სექტემბერში დასრულდა და მას თავდაპირველად განსაზღვრული ბიუჯეტის 336% დასჭირდა.

1954 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ოვიედო" 9-0 გაანადგურა. გოლები ტეხადამ (2), ბასორამ (2), კუბალამ (2), დურომ, მორენომ და მარისტანიმ გაიტანეს.

2012 წელი

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "სან სიროზე" "მილანთან" გამართული შეხვედრა (0-0) კარლეს პუილისთვის "ბარსელონას" მაისურით 549-ე გამოდგა და ის მე-2 ადგილზე მყოფ მიგელის გაუთანაბრდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 28 მარტი 2024 20:53
    1
    3 წლის წინაც დამიწერია კომენტარი თურმე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 28 მარტი 2024 16:31
    0
    ეს გვერდი უკვე წაკითხულის გამეორებაა?
    Culé [?]
    #8 28 მარტი 2024 16:04
    0
    ამ რუბრიკის განახლება მიმდინარეობს ყოველწლიურად ხო იმედია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 29 მარტი 2021 14:34
    0
    ჩემ დაბადების წელს უმუშავიათ კარგად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 მარტი 2021 00:02
    0
    ბასქუ10,
    აბა!!!სახურავიდან წყალი ჩამოდის ისეთ დღეშია სტადიონიო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #5 28 მარტი 2021 23:08
    0
    ციტატა: Always cule
    კამპ ნოუს მშენებლობა რო დაწყებულა იმითაა გამორჩეული

    ახლა მთავარია ფული მოიგდოს ლაპორტამ ხელსი და კარგი რესტავრაცია ჩაუტაროს და უფრო ლამაზი და კარგი ატმოსფერო შექმნას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 მარტი 2021 20:46
    1
    ბართოც გვპირდებოდა წლების წინ კამპ ნოუს რესტავრაციას, მაგრამ ჩაგვიტარა ტრიუკი და დაგვტოვა გაღიმებული.
    ფანი [?]
    #3 28 მარტი 2021 18:02
    0
    კამპ ნოუს მშენებლობა რო დაწყებულა იმითაა გამორჩეული
    ფანი [?]
    #2 28 მარტი 2021 17:48
    0
    ♥💙♥💙
    Culé [?]
    #1 28 მარტი 2021 13:25
    0
    სერიოზული თარიღი ყოფილა, კამპ ნოუს მშენებლობა დღეს დაწყებულა