ჟან-კლერ ტოდიბო: საშინელი გრძნობაა, გადახვიდე "ბარსაში" და ვერ ითამაშო

ჟან-კლერ ტოდიბო: საშინელი გრძნობაა, გადახვიდე "ბარსაში" და ვერ ითამაშო

L'equipe-სთან ინტერვიუში "ბარსელონადან" "ნიცაში" განათხოვრებულმა ჟან-კლერ ტოდიბომ საკუთარ გულის ტკივილზე და იმდგაცრუებაზე ისაუბრა.

ფრანგ მცველს "ბარსაში" თავის დამკვიდრება სურდა, რისი შანსიც მისი თქმით არ მიეცა.

"საშინელი გრძნობაა, გადახვიდე "ბარსელონაში" და ვერ ითამაშო. მირჩევნია "სედანის" ფორმა მეცვას და ვთამაშობდე, ვიდრე "ბარსაში" ვიყო და თამაშის საშუალება არ მეძლეოდეს. ამასთანავე "სედანში" ნაკლები წნეხის ქვეშაც ვარ."

"აბიდალმა მე პიკე ჩამნაცვლებლად ჩამთვალა, ორი მატჩში ვითამაშე კიდეც, მაგრამ შემდეგ ვალვერდემ განმიცხადა, რომ მეოთხე ცენტრალური მცველი ვიყავი, ამიტომ ჩემი შესაძლებლობები წინასასეზონო შეხვედრებისას უნდა დამემტკიცებინა. უმტიტი დაშავდა, მე ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, თუმცა შანსი მაინც არ მომეცა."

"არ ვითხოვ, რომ კლასიკოში მივიღო მონაწილეობა, მე მხოლოდ სათამაშო პრაქტიკა მსურს. მიუხედავად მათდამი პატივისცემისა, ვფიქრობ, რომ "ლეგანესის" წინააღმდეგ თამაშისთვის საკმარისი დონე მაქვს. 2 თვე ველოდი, რომ "ინტერთან" თამაშს შევძლებდი, მაგრამ მოულოდნელად განმიცხადეს, რომ გუნდი უნდა დამეტოვებინა."

ტოდიბო "ბარსამ" "ტულუზიდან" 1 მილიონად შეიძინა. ფრანგი განათხოვრებული იყო "შალკესა" და "ბენფიკაში", ამჟამად კი "ნიცაში" იმყოფება. Transfermarkt.com ცენტრალურ მცველს 12 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 29 მარტი 2021 14:47
    0
    ასეთია ფეხბურთელის ბედი ბარსელონაში, ან ყველაფერი ან არაფერი. ბარსაში ექსპერიმენტების დრო არ არის, ბარსა მილანი ან მანჩესტერ იუნაიტედი არ არის, რომ ათწლეულები ელოდოს ტიტულს, ეს უნდა ესმოდეს ყველა მომსვლელს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 28 მარტი 2021 23:57
    0
    ტიპმა თავი მალდინი მეგონა და ვარჯიშზე რო ვნახე ბუსკეცი რასაც თამაშობდა მივხვდი ჭიჭვეიშვილი ვიყავიო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 28 მარტი 2021 21:09
    0
    რითი ჯობია ეს გარსიას ან პირიქით. შეიძლება პრაქტიკის მერე გაემართლებინა კიდევაც. თუ არ უნდათ ბარემ გაყიდონ და ის ფული რაღაცაში გამოიყენონ.
    ფანი [?]
    #8 28 მარტი 2021 12:48
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    რაღაც პონტში მართალიცაა ორი თამაშის მეტი არ ათამაშა იმ ცხვირგასიებულმა არადა ინტერთან ისე ითამაშა ლაუტაროს და ლუკაკუს ფეხი არ გაანძრევინა

    კი ნამდვილად, სუსტს გუნდებთან მაინც უნდა მიეცათ დრო, არადა როცა ითამაშა მშვენივრად გაართვა თავი ყველაფერს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 მარტი 2021 12:34
    2
    რაღაც პონტში მართალიცაა ორი თამაშის მეტი არ ათამაშა იმ ცხვირგასიებულმა არადა ინტერთან ისე ითამაშა ლაუტაროს და ლუკაკუს ფეხი არ გაანძრევინა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 28 მარტი 2021 11:43
    1
    ვერ მიაღწევს ეს ვერაფერს, თავისივე ხასიათის გამო
    ფანი [?]
    #5 28 მარტი 2021 09:54
    0
    შენც კაი ნერვებს დაგვაწყვეტდი 😂
    Culé [?]
    #4 28 მარტი 2021 01:09
    3
    ვალოდია როგორი პრაგმატულიცაა ყველას მოგეხსენებათ, ხოდა ამას რო მართლა რამის თავი ქონოდა არ გაუშვებდა! ფაქტია ენის ტრიალი იცის მარტო მაღალ დონეზე🙄
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #3 28 მარტი 2021 00:50
    1
    ახლა არაუხო გვყავს ამის სტილის და ამაზე უკეთესი ასე რომ აღარაა საჭირო ამის დაბრუნება. გარსიაც მოვა ზაფხულში. აქეთ გვყავს გასაშვები ლენგლე და უმტიტი პირველ რიგში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 მარტი 2021 00:46
    2
    რომ გეთამაშა, ითამაშებდი!
    შენზე მეტი შანსი არ ჰქონია არაუხოს, მინგესას შესახებ კი გაგონილიც კი არ გვქონდა
    სადაც გაგიშვეს, იქ ხომ გადახანი მოედანი და კედელი ამოაშენე საჯარიმოსთან
    არ მიყვარს ასეთი ბოღმიანი ლაწირაკები
    [?]
    #1 28 მარტი 2021 00:45
    3
    არადა ინტერთან რა ითამაშა. ვალვერდეს რო გავკარი. ტიპმა ლენგლე პიკეს დუეტი იმენა არ დაშალა. მერე მურილიო მოაყვანინა. ყოფილიყო კუმანი მაშინ, ძირითადის კაცად აქცევდა ამას.