მირალემ პიანიჩის ინტერვიუ Mundo Deportivo-სთან

მირალემ პიანიჩის ინტერვიუ Mundo Deportivo-სთან

"ბარსელონას" ბოსნიელმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში თავის კარიერულ გამოწვევებზე ისაუბრა. 

კატალონიური გამოცემის დღევანდელი ნომრის გარეკანზე პიანიჩის რამდენიმე საინტერესო ფრაზა გვხვდება. 

ჩემი ოცნება სავსე "კამპ ნოუზე" თამაშია. 
"ბარსელონაში" იმისთვის არ გადმოვსულვარ, რომ კლუბი მომდევნო სეზონშივე დავტოვო. ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა. 
კუმანს ვთხოვე, 2 ან 3 თამაში მოეცა იმისთვის, რომ ჩემი ფეხბურთი მეჩვენებინა. მუშაობას განვაგრძობ. 

მირალემმა "ბარსასთან" თავის კავშირზე ინტერვიუში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. 

როცა 16 წლის ვიყავი, მამაჩემი "ბარსას" ლიდერებს ხვდებოდა, რომლებსაც ჩემი "ბარსა ბ"-ში ტრანსფერი სურდათ. მაშინ "მეცში" ვთამაშობდი და ვერ გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო "ბარსა ბ" პირველ გუნდში მოსახვედრად. 
გადავწყვიტე, რომ კარიერა საფრანგეთში დამეწყო, მაგრამ "ბარსელონას" ყოველთვის თვალს ვადევნებდი. ორი წლის წინ ჩემი დამატების სურვილი ერიკ აბიდალმა გამოთქვა, თუმცა კლუბმა ანტუან გრიზმანის ტრანსფერი განახორციელა და ჩემი ტრანსფერისთვის თანხა აღარ დარჩა. 
მოცდა დამჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ოცნება ამიხდა. "ბარსელონაში" ჩემი თამაშის სტილისა და გამოცდილების გამო მოვედი - როცა ტრანსფერი შედგა, მითხრეს, რომ გუნდს სწორედ ამით უნდა დავხმარებოდი. 
კლუბში მიიჩნევდნენ, რომ ჩემი თვისებებით "ლა მასიას" ახალგაზრდა ფეხბურთელების დახმარება შემეძლებოდა, რომლებიც ძალიან სწრაფად პროგრესირებდნენ.
გუნდში ბალანსი აუცილებელია და ჩემი როლი სწორედ ბალანსის შენარჩუნებაა. 
როცა მოედანზე არ გავდივარ, მომდევნო დილას მეტი მონდომებით ვვარჯიშობ. მწვრთნელებმა უნდა შეამჩნიონ, რომ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებ. ვარჯიში ერთი დღითაც არ შემიწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო აქ გვიან ჩამოვედი. 
სიმპტომები რომ დამეწყო, ვერ ვიჯერებდი, რა მდგომარეობაში ვიყავი. კუმანმა მირჩია, სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ფორმა არ დამეკარგა. გუნდს მაინც გვიან დავუბრუნდი და ამიტომ შემადგენლობაში მოხვედრა გამიჭირდა. 
კუმანი ფეხბურთელებთან ბევრს არ საუბრობს, მაგრამ როცა ის მეტყვის რომ გუნდს ვჭირდები, აუცილებლად მზად უნდა ვიყო. 
ჩემი ურთიერთობა მესისთან? საოცარი. ლეო ხშირად მელაპარაკება, პირველივე დღიდან მამხნევებს და მეხმარება. მან ყველაფერი ამიხსნა, რაც სეზონის დასაწყისის დროს არყოფნის გამო გამომრჩა. 
პედრი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. ის შორს წავა. 
დემბელეს საოცარი დრიბლინგი აქვს... ასე საუბარი "ბარსას" ყველა ფეხბურთელზე შეგვიძლია, თითოეულ მათგანს გამორჩეული თვისებები აქვს. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 28 მარტი 2021 19:51
    0
    ვერ ქაჩავს ეს უკვე და ამის მაქსიმუმი სკამიდან დახმარებაა.
    ფანი [?]
    #9 27 მარტი 2021 23:18
    0
    ვეინალდუმი მოვა და ეს წავა და სწორიც იქნება, ვერ აჩვენებს ალბათ იმას რასაც კუმანი მოითხოვს რომ დრო მისცეს, აბა აგერ 17-18 წლის ბიჭები ისე თამაშობენ გეგონება მაოფლიოს საუკეთესოები არიან და ამას რა დაემართა მართლა ერთერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო
    ფანი [?]
    #8 27 მარტი 2021 20:22
    0
    ამას გაუშვებენ დიდი ალბათობით, თუ ვეინალდუმი მოყავთ
    [?]
    #7 27 მარტი 2021 16:31
    0
    ციტატა: nika 54
    არ მესმის, ამის ტრანსფერიდან 10 მილიონი მაინც უნდა აგვეღო არტურისგან და რა გამოვიდა? სადღაც წავიკითხე იქით გვმართებს იუვესთვის ფულიო, რა ხდება ეს ბართო საწყობის გამგესავით ყიდიდა ყველაფერს?

    ამის ვალიდან ვერ ამოვედით?

    10 კი არა 55 მივიღეთ როგორც ვიცი. ანუ იმათმა მთლიანი თანხა გადაიხადეს 70 მდე, ჩვენ კიდე მარტო 15. 55 ის პლიუსში დავრჩით მაგ წელს და ხელფასებში ან სხვა ვალებში წავიდა ეგ ფული. დანარჩენი 45 გადანაწილდა. 4 წელზე. წელიწადში 15 უნდა მივცეთ. მე ეგრე ვიცი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 მარტი 2021 16:08
    0
    არ მესმის, ამის ტრანსფერიდან 10 მილიონი მაინც უნდა აგვეღო არტურისგან და რა გამოვიდა? სადღაც წავიკითხე იქით გვმართებს იუვესთვის ფულიო, რა ხდება ეს ბართო საწყობის გამგესავით ყიდიდა ყველაფერს?

    ამის ვალიდან ვერ ამოვედით?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 მარტი 2021 15:41
    0
    რავიცი ვეინალდუმიც თუ მიყავთ ამას აახვევინებენ ასე მგონია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    მწერალი [?]
    #4 27 მარტი 2021 14:41
    1
    ციტატა: antonio
    ავტორ მცველი არა მეკარეა ეს :დ

    ჩავასწორე. ვინგერია
    ფანი [?]
    #3 27 მარტი 2021 14:21
    2
    2-3 სეზონი ანუ სკამაზე იჯდები
    წევრი [?]
    #2 27 მარტი 2021 12:42
    0
    ,, ღმერთო ჩემო რა სისულელეა! შესაძლოა ნეიმარი მართლაც არის საუკეთესო ფეხბურთელი პლანეტაზე, მაგრამ მაშინ აღიაროს, რომ მესი უცხოპლანეტელია" მარადონა ❤️
    ფანი [?]
    #1 27 მარტი 2021 12:33
    2
    ავტორ მცველი არა მეკარეა ეს :დ