როგორი გუნდი სურს რონალდ კუმანს

როგორი გუნდი სურს რონალდ კუმანს

 რონალდ კუმანი მუშაობას მშვიდად აგრძელებს, მას შემდეგ რაც ჟოან ლაპორტასგან ნდობა დაიმსახურა, მომავალშიც გაიხედა, თუმცა, ლაპორტამ პირდაპირ უთხრა, რომ შედეგების გაუარესების შემთხვევაში ნდობა გაქრება.

ერთგვარი ვალდებულება დააკისრა, თუ დარჩენა გსურს, მოგება გააგრძელეო. ნორმალური დამოკიდებულებაა, ყველას თავის მოვალეობა აქვს, მწვრთნელისგან და ფეხბურთელებისგან მოგებას ვითხოვთ, პრეზიდენტისგან ვალების აღმოფხვრას და ახალ ტრანსფერებს.

ახალი ფეხბურთელი ყველა რგოლში

კუმანი თოთოეული რგოლის გაძლიერებას აპირებს, როგორც გვახსოვს, წინა სეზონში მისი სურვილებიდან მხოლოდ ერთი შესრულდა, სერჟინიო დესტი გადმოვიბირეთ, რომელიც პროგრესის გზას ადგას და თამაშიდან თამაშამდე უმატებს.

მის გარდა, კუმანს ვეინალდუმისა და დეპაის გადმობირება სურდა, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ეს ტრანსფერები ჩავარდა. დეპაის შემთხვევაში მხოლოდ თანხის გადარიცხვა იყო საჭირო, „ლიონიც“ მზად იყო შეთანხმებისთვის, თავად ფეხბურთელიც, „ბარსაც“ და კუმანიც, მაგრამ თანხა ვერ გამოინახა.

გამომდინარე იქიდან, რომ ანსუ ფატის ჯანმრთელობა და საფეხბურთო მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, კუმანს დეპაის ტრანსფერზე ხელი არ აუღია, არავინ იცის „ვარსკვლავბიჭუნა“ რა კონდიციაში დაუბრუნდება მოედანს, ამავე დროს, გრიზმანის მიმართ დიდი ნდობა ნამდვილად არ აქვს, აი დემბელეს კი უპოვა საჭირო პოზიცია და სარგებელსაც იღებს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მესის ფაქტორს, ლაპორტას მოსვლის შემდეგ გაიზარდა იმის შანსი, რომ მესი კლუბში დარჩება. კუმანის სადებიუტო სეზონი კი ძალიან ჰგავს ფრანკ რაიკაარდის სადებიუტო სეზონს, ახალი ფორმაციის „ბარსამ“ მაშინაც მძიმედ დაიწყო, მაგრამ ზამთრის შესვენების შემდეგ ძალიან დიდი მოგებათა სერია მიაყოლა, რის შედეგადაც საჩემპიონო მარათონში ჩაერთო, ამ წარმატებულ სვლას კი ჟოან ლაპორტამ, ზაფხულში, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერები მიაყოლა, ასე მივიღეთ „ბარსა“ ჩემპიონის რანგში.

კუმანი უფასოდ დაიმატებს ერიკ გარსიას და დიდი ალბათობით, უფასოდ დაიმატებს ჯორჯინიო ვეინალდუმს, ორივე ძალიან კარგი შენაძენი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ „ბარსას“ ერთი თეთრის გადახდაც კი არ მოუწევს.

კიდევ ორი პოზიცია, რისი გაძლიერებაც ჰოლანდიელს სურს, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პოზიციებია. აქ ველით ორ დიდ ტრანსფერს, მაგრამ ძალიან რთულად განსახორციელებელი იქნება, მით უმეტეს, რომ მათ ხელში ჩასაგდებად, თითქმის ყველა გრანდი იბრძვის, ალაბასა და ჰოლანდის გადმობირების შემთხვევაში, „ბარსა“ იდეალურად იქნება დაკომპლექტებული, მაგრამ, ლაპორტა და კუმანი, ვალდებულნი არიან, რომ ალტერნატიულ ვარიანტებზეც იფიქრონ.

Marca ვარაუდობს, რომ ჰოლანდის ტრანსფერი შეხებაში არ იქნება მემფის დეპაისთან, ჰოლანდიელი ვეინალდუმისა და გარსიას მსგავსად თავისუფალი აგენტი ხდება, შესაბამისად, მარტივად შეეძლება, რომ კუმანთან გააგრძელოს მუშაობა, დეპაის გადმოსვლა, ანტუან გრიზმანს უფრო უქმნის საფთხეს, აი ერლინგ ჰოლანდისათვის, კლასიკური ცრხიანის პოზიცია მზადდება, ის ლაპორტას ნომერ პირველი სამიზნეა და არც კუმანი ამბობს მასზე უარს.

პრეზიდენტის წესი

მიუხედავად ტრანსფერებისა, კუმანი აკადემიას კვლავ დიდ დროს დაუთმობს, მის ხელში დაწინაურებულ ფეხბურთელებს ბოლომდე ენდობა, ერთადერთი რიკი პუჩს აქვს პრობლემები და ისე ჩანს, რომ კუმანის ხელში მომავალი არ ექნება.

სხვა მხრივ კი მწვრთნელს არც ალექს კოლადო დავიწყებია და არც კონრად დე ლა ფუენტე.

გასაშვები ფეხბურთელებიც მრავლად არიან და „ბარსა“ ეცდება, რაც შეიძლება სარფიანად გაყიდოს, სამ ფეხბურთელს უკვე ასახელებენ - ფირპო, ბრეითუეიტი და მატეუს ფერნანდესი. თუ გავითვალისწინებთ, რომ პიანიჩს კუმანთან კონფლიქტი აქვს, მისი მომავალიც მარტივი განსასაზღვრია, ამას დავუმატოთ უმტიტი, რომელმაც ვერერთ ჯერზე შანსი ვერ გამოიყენა და ფილიპე კოუტინიო, რომელიც საერთოდ აღარ ასოცირდება „ბარსელონასთან“, ან თუ ასოცირდება მხოლოდ უიღბლო ამბებით.

გრიზმანს დარჩენა სურს, მაგრამ ასეთივე პოზიტიური განწყობა არ აქვთ არც კუმანს და არც ლაპორტას, ჟოანმა დემბელეს ნდობა გამოუცხადა, აი გრიზმანზე არაფერი უთქვამს.

ლაპორტამ მოსვლისთანავე თქვა, რომ ტრანსფერებს მწვრთნელთან შეათანხმებს, მაგრამ უკანასკნელი სიტყვა, მისი იქნება. 

„ბარსადან“ ბევრი წავა და იმედია, რომ თავისუფალი აგენტების გარდა, ერთი-ორ ვარსკვლავსაც დავიმატებთ.

წყარო - Marca

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #11 27 მარტი 2021 11:18
    0
    ციტატა: El pistolero 9
    გარსია,ვეინალდუმი,ალაბა,დეპაი,ჰალანდი ძაან მაგარი იქნება თუ ამათ დავითრევთ.
    ნეტუ,რობერტო,უმტიტი,ლენგლე,ფირპო,პიანიჩი,კოუტინიო,ბრაიტვაიტი,ფერნანდესი-ესენი წასასვლელები არიან

    ნეტუს რას ერჩი მშვენიერი ზამენაა, დანარჩენში გეთანხმებით წასასვკელები არიან
    Culé [?]
    #10 27 მარტი 2021 01:09
    0
    გარსია,ვეინალდუმი,ალაბა,დეპაი,ჰალანდი ძაან მაგარი იქნება თუ ამათ დავითრევთ.
    ნეტუ,რობერტო,უმტიტი,ლენგლე,ფირპო,პიანიჩი,კოუტინიო,ბრაიტვაიტი,ფერნანდესი-ესენი წასასვლელები არიან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #9 27 მარტი 2021 00:02
    2
    მომავალი სეზონიდან ძალიან მაგარი გუნდი ვიქნებით, მთავარია ერთი კარგი მცველი და მინიმუმ დეპაი მოიყვანონ
    წევრი [?]
    #8 26 მარტი 2021 23:26
    0
    ლაპორტა კვლავ შეკრავს დიდი გუნდს
    ფანი [?]
    #7 26 მარტი 2021 22:36
    0
    მომავალ სეზონში ბევრად უკეთესები ვიქნებით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 მარტი 2021 16:26
    0
    [quote=nika 54]#-- დღეს, 16:250
    ცხრიანი მინდაო ბიჭმა, იყო და გაუშვი ეხლა 180 მილიონს ბარსა სად იშოვის?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 მარტი 2021 16:00
    2
    რომელი გაამართლებს ბარსაში ეს კუმანმაც კი არ იცის, აი რომელმა ვერ გაამართლა ეს თითქმის ყველამ იცის. დღეს არანაკლებ ძნელია სარფიანად გაყიდვა. ყველა გუნდი ფინანსურად უკანალშია და ვის გინდა გააგდებინო ფული.
    ფანი [?]
    #4 26 მარტი 2021 15:33
    0
    ციტატა: CHEPE
    ტლოპინასთან

    smile smile smile
    "ტლოპინა" თუ ლოპიტა???????? smile
    ფანი [?]
    #3 26 მარტი 2021 14:58
    2
    კუმანი ძაან კარგად ხელმძღვანელობს გუნდს ცხადია , ტრანსფერებით მეტსაც იზამს , შემდეგი წელი კარგი იქნება 💙❤
    Culé [?]
    #2 26 მარტი 2021 13:47
    2
    უმტიტი,კოუტინიო,გრიზმანი,პიანიჩი.პუჩი,ფირპო,ბრაითვაიტი,რობერტო.ესენი გასაშვებები! მოსაყვანები: გარსია,ვეინალდუმი,დეპაი,ალაბა. Ჰოლანდსაც თუ იყიდის მთლად უკეთესი.რობერტოსაც თუ გაუშვებენ მაშინ ემერსონი უნდა მოიყვანონ დესტის შემცვლელად!
    გულშემატკივარი [?]
    #1 26 მარტი 2021 13:31
    5
    აცადეთ კუმანს და უმაგრეს გუნდს დააყენებს