რონალდ არაუხო: იმედი მაქვს, კუმანი დარჩება

რონალდ არაუხო: იმედი მაქვს, კუმანი დარჩება

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა რონალდ არაუხომ Esport3-თან ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

ძალიან კარგია, რომ ხელმძღვანელობა კუმანს ენდობა, რადგან მან დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია. მას ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რონალდს დარჩენა შეუძლია, რადგან ის ბევრს გვასწავლის, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდებოდა მთელი სიტუაცია, მისთვის მუშაობა იოლი სულაც არ იყო.

კუმანმა იცის, როგორ მოაგვაროს გარკვეული პრობლემა. რონალდი და მისი სამწვრთნელო შტაბი ძალიან კარგად მუშაობენ. შესანიშნავად გამოვიყურებით და კარგ შედეგებს ვდებთ.

იმედი მაქვს, ის დარჩება და კიდევ მრავალი წელი ჩვენთან იქნება.

მესი კარგადაა. ვხედავ, რომ ის ძალიან ბედნიერია. ლეო ძალიან ეფექტურია არა მხოლოდ მატჩებში, არამედ ვარჯიშებზეც. არგენტინელი ცხოველივით ვარჯიშობს. ეს ძალიან კარგია, რადგან ის კაპიტანი და მისაბაძი ფეხბურთელია. მოხარულები ვართ, რომ მესი გუნდურ სამუშაოებში ასე ენერგიულადაა ჩართული. ეს ყველა მოთამაშეზე დადებითად აისახება და სარგებლის მომტანი იქნება.

23 მატჩის ჩატარება? პრესეზონზე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენს ვითამაშებდი. მეგონა, რამდენიმე მატჩში მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ არა ამდენ შეხვედრაში. ეს სიგიჟეა. იმედი მაქვს, უფრო მეტს ვითამაშებ.

პუიოლთან შედარება ჩემზე კარგად მოქმედებს. ჩემთვის კარლესი ეტალონი და კლუბის ლეგენდაა. ის ფანტასტიკურია, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ საკუთარი კარიერა უნდა მოვიწყო.

ბავშვობაში მოედანზე ყოველთვის ბევრი ლაპარაკი მიყვარდა. ეს ახლაც ასეა. განუწყვეტლივ ვსაუბრობ. ეს თამაში კონცენტრაციაში მეხმარება. თანაგუნდელებიც იმავეს აკეთებენ. ეს ჩემთვის და გუნდისთვის სასარგებლოა.

ვიცით, რომ ორი ტიტულის მოგება შეგვიძლია. ეს დიდი მოტივაციაა. ორივე ტიტულის მოგება გვინდა. ბოლომდე ვიბრძოლებთ. კარგია, რომ ახლა ამაზე ვსაუბრობ, რადგან რამდენიმე თვის წინ ლა ლიგის მოგებისგან ძალიან შორს ვიყავით.

დინამიკა ძალიან კარგია. გუნდში ერთიანობაა. "ბარსასთან" ერთად თასების აღმართვა უდიდეს ბედნიერებას მომანიჭებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #12 26 მარტი 2021 12:11
    0
    რეალთან ეს პიკე და მინგესა უნდა იყოს ძირითადში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 26 მარტი 2021 01:49
    1
    მაგარი ბიჭია არაუხო და იმედია ბარსას დაცვის ბურჯი იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #10 25 მარტი 2021 19:02
    1
    ისე არაუხო კუმანს უნდა უმადლოდეს ასე რო ენდო და განვითარების საშუალება მისცა, აგერ ამბობს კიდეც მინდა რომ დარჩესო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 25 მარტი 2021 18:27
    0
    იმედი ღმერთმა ნუ მოგიშალოს.🤗
    ფანი [?]
    #8 25 მარტი 2021 18:23
    0
    არ იჯავრო დარჩება

    მთავარია იმედები გაგვიმართლეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 25 მარტი 2021 17:50
    1
    კლასიკოზე თხლენზემა თუ გინდა შეჭამე და მერე ამოაბლოყინე.😆
    ფანი [?]
    #6 25 მარტი 2021 17:05
    0
    არ გაუშვებენ კუმანს შენ ნუ გეშინია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 მარტი 2021 16:50
    0
    ნუ მერვიულობ კუმანზე არსად გაუშვებენ მთავარია შენ იყო ხოდზე რეალი და ატლეტიკო უნდა შეჭამო დაცვაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 მარტი 2021 16:36
    0
    ჯერ ფინალი მოიგეთ, და მერე მოტივაციაც მოიმატებს. მითუმეტეს თუ იმ უღირს ბასკებს არ შეარჩენთ სუპერთასს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 მარტი 2021 16:23
    3
    რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ამაში ისაა, რო ტრავმისკენაა მიდრეკილი. დიეტოლოგი აიყვანე ძმაო და იმედია ბურგერებს და გაზიან სასმელებს არ ურახუნებ.
    გულშემატკივარი [?]
    #2 25 მარტი 2021 16:03
    1
    ჰალანდმა ტრანსეფერის დაყენება ითხოვა იცის უკვე რომ ლიგაზე ვერ გავა და წასვლა უნდა ბართუშას რა ვუთხარი და ამ ვალებს თორემ უეჭველი მოვიდოდა
    ფანი [?]
    #1 25 მარტი 2021 15:26
    0
    ♥️♥️♥️
    --------------------
    "ბარსელონა" ეს ხომ ფეხბურთის ზეიმია💙❤