უნაი ემერი: "ბარსელონა" ლა ლიგის მოგების ერთ-ერთი აშკარა ფავორიტია

უნაი ემერი: "ბარსელონა" ლა ლიგის მოგების ერთ-ერთი აშკარა ფავორიტია

"ვილიარეალის" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთ აშკარა ფავორიტად მიიჩნევს.

ვინ წარმოადგენს "ატლეტიკოსთვის" ყველაზე დიდ საფრთხეს? მადრიდელები ძალიან კარგ სეზონს ატარებენ. ახლა "ბარსელონამ" თავისი თავი იპოვა. კატალონიელებიც აშკარა ფავორიტები არიან.

- ციტირებს ემერის სიტყვებს Cadena SER.

"ბლაუგრანამ" ესპანეთის ჩემპიონატი ცუდად დაიწყო, თუმცა "ლურჯ-ბროწრულისფერები" ახლა უკვე შესანიშნავად გამოიყურებიან. "ბარსამ" ლა ლიგის ბოლო 18 თამაშიდან 15 მოიგო, 3 კი ფრედ ითამაშა.

ცნობისთვის, "ბარსელონა" ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომელსაც 2021 წელს წაგება არ აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 25 მარტი 2021 17:15
    0
    მოვიგებთ ლა ლიგას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 25 მარტი 2021 16:47
    0
    ერთ-ერთი არ ვიცი უნდა მოვიგოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 25 მარტი 2021 16:41
    0
    ძლივს არ ვნახე გაღიმებული სურათზე, სულ ცოფიანივით დარბის ხოლმე და იმანჭება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 მარტი 2021 16:03
    0
    ხოდა ძაან ნუ გაგვიძალიანდები, მალე შევხვდებით.
    ფანი [?]
    #5 25 მარტი 2021 15:52
    0
    მთავარია ჩვენ მოვიგოთ დარჩენილი ყველა მატჩი და არლეტიკოც და რეალიც თავისთავად დაკარგავენ ქულებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 მარტი 2021 15:29
    0
    საცოდაობა იქნება ეს, რომ ატლეტიკომ მოიგოს, ფეხბურთის შეურაცყოფა. ჩოლოს კიდე მწვრთნელობა უნდა აუკრძალო. არც ის თავტვლიპინაა სანახაობის მოყვარული, ორივე ქულებზე მონადირე სვარშიკი.
    ფანი [?]
    #3 25 მარტი 2021 14:05
    1
    იმედია ატლეტიკო წააგებს , ჩვენ კი ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ
    Culé [?]
    #2 25 მარტი 2021 13:56
    0
    ისე 1ქულით რო წავაგოთ ლენგლე ფეხებით იქნება ჩამოსაკიდები კადისთან ორჯერ წაქლიავების გამო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #1 25 მარტი 2021 13:04
    1
    ატლეტიკო მოიგებს ისევ თითქმის დარწმუნებული ვარ. იღბალი და ყველაფერი ეგეთი გუნდებისკენაა. ატლეტიკო და რეალი ორივე ერთნაირი სვარკაა, დაცვა და ჩაწოდება გუნდები. ამ ბარსასთან შედარებით სანახაობა 0 ია