TV3: ფილიპე კოუტინიოს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა

TV3: ფილიპე კოუტინიოს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა

"ბარსელონას" ბრაზილიელ ფეხბურთელს, ფილიპე კოუტინიოს, მუხლზე მეორე ოპერაცია ჩაუტარდა, იტყობინება TV3.

დეკემბრის ბოლოს, "ეიბარის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კოუტინიომ მარჯვენა ფეხის მუხლი დაიზიანა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მისი გამოჯანმრთელების სავარაუდო პერიოდად აპრილის დასაწყისი სახელდებოდა, თუმცა, ნაცვლად დაბრუნებისა, კოუტინიოს მეორე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი ყატარში გაემგზავრა. ესპანური მედიის ცნობით, მის ოპერაციას ბელგიელი ქირურგი, პიტერ დოგი, ხელმძღვანელობდა.

As წერს, რომ კოუტინიო კლუბის მედიკოსებს აღარ ენდობა და სწორედ ამიტომ გაემგზავრა ბელგიელ ექიმთან დოჰაში. 

საუკეთესო შემთხვევაში, იგი დაბრუნებას მაისის შუა რიცხვებში შეძლებს და მონაწილეობას სეზონის უკანასკნელ 2-3 შეხვედრაში მიიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 25 მარტი 2021 17:14
    0
    ცუდია, რომ ტრავმირებული ფეხბურთელი არ იყიდება.
    ფანი [?]
    #9 25 მარტი 2021 09:14
    0
    ციტატა: El pistolero 9
    ამ ექიმებს იქ ხომ არ აქვთ.ფატისაც მეორე ოპერაცია დაჭირდა ხო მგონი?

    კი როგორც ვიცი ორი ოპერაცია დაჭირდა და საფრთხეა იმის რომ კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარონ
    Culé [?]
    #8 25 მარტი 2021 00:17
    0
    ამ ექიმებს იქ ხომ არ აქვთ.ფატისაც მეორე ოპერაცია დაჭირდა ხო მგონი?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 მარტი 2021 23:38
    0
    ამან რაც ბარსას გაუკეთა ბავარიასთან, მას მერე მეზიზღება ეს მტირალა.
    ფანი [?]
    #6 24 მარტი 2021 22:10
    1
    სამედიცინო შტაბი გასაგრეკია ბარსადან, რა ჯანდაბაა ყოველთვის არასწორ დიაგნოზებს სვამენ და მერე ცუდად მკურნალობენ, ახლა ანსუ ფატიზე ვნერვიულობ იქნებ ეგ მაინც დაბრუნდეს და კიდე რამე არ გაურთულდეს
    ფანი [?]
    #5 24 მარტი 2021 21:47
    0
    უნდა გაყიდონ როგორმე რო დაბრუნდება
    ფანი [?]
    #4 24 მარტი 2021 19:43
    0
    ესპანეთში სამედიცინო დახმარების მხრივ ძალიან უჭირთ , ყველა ტრავმირებული როგორაა
    ფანი [?]
    #3 24 მარტი 2021 19:15
    0
    მოკლედ ეს , პიანიჩი, უმტიტი და ფირპო უეჭველი გასაყიდები არიან. გაია , ერიკ გარსია და დეპაი მოსაყვანი. ეს რაც უეჭველი გასაკეთებელია და სხვებზის გაყიდვაზე და მოყვანაზე შეიძლება ფიქრი.
    Culé [?]
    #2 24 მარტი 2021 19:10
    1
    დაივიწყეთ ეს, ზაფხულში გაყიდიან. ამ ტრავმამ საბოლოოდ გადაწყვიტა ამისი მომავალი.

    თემას არ ეხება მაგრამ ჰოლანდზე დავწერ ჩემს აზრს. ამ ზაფხულს გამორიცხულია მაგისი მოყვანა. ლაპორტას ადგილზე მარტო უფასო ტრანსფერებს განვახორციელებდი, ჰოლანდს ვეტყოდი რომ კიდევ 1 წელი მოეცადა და თუ დათანხმდებიდა 2022 ში გარანტირებულად მოვიყვანდი თან მამამისს 10-15 მილიონს ჩავუდებდი ჯიბეში. მაგ დროისთვის ახალგაზრდებიც უფრო განვითარებულები იქნებოდნენ და რომ შეხედავდა გუნდში პერსპექტივა არის უფრო ადვილად დაგვთანხმდებოდა. მესიც არ უნდა გავუშვათ მანამდე. არამგონია ლეოს გარეშე უნდოდეს აქ მოსვლა. კარიერის ბოლო წლებში ჰოლანდს კარგად მოამარაგებდა პასებით და ლიდერობასაც დაგასცემედა ეტაპობრივად.
    ფანი [?]
    #1 24 მარტი 2021 19:06
    1
    ეს იმ 20 მილიონიანი ბონუსის თემაა და მეტი არაფერი