ლუის ენრიკეს გუნდი ძალიან მომწონს - პედრი
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი, პედრი გონსალესი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოძახებას ეხმაურება:
პირველივე დღიდან ეროვნულ გუნდში თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ესპანეთის ნაკრებში თამაშზე მსოფლიოში ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს.
ლუის ენრიკეს მიერ გაწვრთნილი გუნდის ყურება ძალიან მომწონს. ესპანეთის ნაკრების სტილთან ადაპტირება და სწავლა მომიწევს, რათა გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო.
ჟორდი ალბას, სერხიო ბუსკეტსსა და 21-წლამდელთა ნაკრებიდან ზოგ მოთამაშეს ვიცნობ - ისინი დამშვიდებაში მეხმარებიან. ვფიქრობ, ლუის ენრიკეს ხელში ძალიან ძლიერი კოლექტივია. შეგვიძლია, ერთმანეთს შესანიშნავად გავუგოთ.
კონტაქტი ბევრ ფეხბურთელთან მაქვს, მათ შორისაა ლეო მესიც, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესოდ მივიჩნევ.
კუმანი ის ადამიანია, რომელიც მენდო, რისთვისაც მადლობელი ვარ. რონალდი ბრწყინვალე მწვრთნელია. ვეცდები, მისი იმედები გავამართლო.
პედრის ესპანეთის ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა 25 მარტს, საბერძნეთთან ექნება. ასევე, შესაძლოა, 18 წლის ნახევარმცველის პირველი შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგეს - 28 მარტს "ფურია როხა" თბილისს ეწვევა და საქართველოს დაუპირისპირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]