ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების ახალი ფორმის გამოქვეყნებას ეხმაურება

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების ახალი ფორმის გამოქვეყნებას ეხმაურება

ცოტა ხნის წინ არგენტინის ნაკრებმა ახალი საშინაო ფორმა გამოაქვეყნა, რომელიც, ტრადიციულად, ქვეყნის დროშის ფერებში - ცისფერ-თეთრადაა გადაწყვეტილი.

აღნიშნულ ფაქტს Instagram-ის მეშვეობით "ბარსელონასა" და არგენტინელთა ლიდერი, ლეო მესი ეხმაურება: "ეს ფერები გვაერთიანებს. წინ, არგენტინა!".

ახალი ფორმის წარდგენაში, ლეგენდარულ ფეხბურთელთან ერთად, მონაწილეობა პაულო დიბალამ, როდრიგო დე პაულმა, გოგონებმა - მარიანა ლაროკეტემ, მილაგროს მენენდესმა, ვანესა სანტანამ და ახალგაზრდა მოთამაშეებმა - ნიკოლას კაპალდომ და ხულიან ალვარესმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ახალი მაისურის დიზაინი, რომელსაც პირველად არგენტინის 23-წლამდელთა გუნდი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ მატჩში, იაპონიის ნაკრებთან პარასკევს მოირგებს, გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს.

მიმდინარე წლის ზაფხულში, ეროვნულ გუნდთან ერთად, "ლა პულგა" კოპა ამერიკისთვის იბრძოლებს და ნაკრებში პირველი ტიტულის მოგებას შეეცდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 25 მარტი 2021 18:12
    0
    მიმდინარე წლის ზაფხულში, ეროვნულ გუნდთან ერთად, "ლა პულგა" კოპა ამერიკისთვის იბრძოლებს და ნაკრებში პირველი ტიტულის მოგებას შეეცდება.
    ანუ ოლიმპიადა არ ჩაუთვალეს ტიტულად.
    ფანი [?]
    #11 25 მარტი 2021 09:10
    0
    2018-ის მსოფლიოზე ქონდათ კარგი ფორმები, მაგრამ მთავარია რამე მოიგონ და ფორმებს რა უჭირს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 25 მარტი 2021 01:18
    0
    არც წინა ფორმები მომწონდა და არც ეს. თუმცა მუნდიალი მოიგონ და თუ გინდა ლილოში ნაყიდი მაისურები ჩაიცვან.
    ფანი [?]
    #9 23 მარტი 2021 11:54
    0
    ციტატა: Ronaldinho..
    ჩოლო როგორ დახატავდა არეგენტინას,ან ვინმე კაი მწვრთნელი რა გახდა ბიჭო რა რო ამ კაცს ეღირსოს!

    პოჩეტინოც მშვენიერი იქნებოდა და კიდე ბევრი ვარისნტია რა მარა ....

    კაი რა ჩოლო დახატავდა, ახლა ისღა გვაკლია მესიმ დაცვაში ირბინოს მთელ გუნდთან ერთად
    ფანი [?]
    #8 23 მარტი 2021 10:08
    0
    ჩოლო როგორ დახატავდა არეგენტინას,ან ვინმე კაი მწვრთნელი რა გახდა ბიჭო რა რო ამ კაცს ეღირსოს!

    პოჩეტინოც მშვენიერი იქნებოდა და კიდე ბევრი ვარისნტია რა მარა ....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 23 მარტი 2021 03:04
    2
    კოპა არგენტინაში ტარდება და მიდი იქნებ და მოიგოთ.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 23 მარტი 2021 01:32
    0
    ძაან ძერსკი ფორმაა კოპა ამერიკა უ და დადო ლომო მაგ ფორმით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 მარტი 2021 01:08
    0
    მესამე ვარსკვლავი უნდა გულთან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 მარტი 2021 00:12
    1
    წინ არხენტინა!!!!! barca-3
    ფანი [?]
    #3 22 მარტი 2021 23:44
    1
    კოპა უნდა დადოს წელს
    ფანი [?]
    #2 22 მარტი 2021 23:37
    1
    კარგი ფორმაა
    Culé [?]
    #1 22 მარტი 2021 23:37
    2
    ფორმას რა მნისვნელობა აქვს მტავარია კოპა დადო ლომოოოოო❤💜
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "