ვალდესს ლა მასიას რომელიმე ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობა სურს

ვალდესს ლა მასიას რომელიმე ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობა სურს

Mundo Deportivo-მ ჟოან ლაპორტას გაპრეზიდენტების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული მეკარე, ვიქტორ ვალდესი კლუბში ბრუნდებოდა.

ვალდესს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სკოლის აკადემიაში მეკარეების მწვრთნელის პოზიცია უნდა დაეკავებინა.

ახლა კი, კატალონიის რადიოს ცნობით, ვალდესმა ლაპორტას ზემოხსენებული შეთავაზება უარყო. როგორც ცნობილია, მას "ლა მასიას" რომელიმე ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნა სურს. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგება, ლეგენდა კლუბს არ შუერთდება.

ვალდესი "ბარსელონას" აღზრდილია. ის კატალონიელთა პირველ გუნდში 2002-2014 წლებში ირიცხებოდა. ვიქტორს "ბარსასთან" ერთად 26 ტიტული მოუგია: 3 ჩემპიონთა ლიგა, 6 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერ თასი, 6 ესპანეთის სუპერ თასი, 5 კატალონიის თასი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 25 მარტი 2021 18:13
    0
    ეს ხო იყო მწვრთნელად, და რაღაც ჩხუბისთვის არ წავიდა?
    ფანი [?]
    #8 23 მარტი 2021 11:52
    0
    პიმიენტას ხელი არ დაედოს, ვალდესს თუ უნდოდა იყო მწვრთნელი და არ ივარგა ხოდა რაც შესთავაზეს დათანხმდეს იმას
    [?]
    #7 23 მარტი 2021 10:49
    1
    პიმიენტად არც არავინ გაუშვებდა, საუბარი ხუვენილ ა ზე ან ბეზე იყო. მარა ვერ შეთანხმდნენ და წავიდა ვალდესი ლაპორტას გუნდიდან. ერთი რამე ვერ გამიგია, მწვრთნელობა ხო სცადა ამ ვალდესმა? არ გამოუვიდა, ცუდი შედეგები ქონდა, სკანდალებდი გაეხვა მოკლე დროში, გუნდი ტურნირიდან მოხსნა ყველასთან შეუთანხმებლად და ასე შემდეგ. მერე გააგდეს. მეკარე იყო ამდენი წელი თან ბარსა ამაზე უკეთ ვინ იცის, კაცმა შემოგთავაზა მეკარეების მწვრთნელობა რაც იდეურია ვალდესისთვის. რა მწვრთნელოპა მოინდომა, რომელი ინტელექტით სავსე ეს მყავდეს, ცანცარა უტვინო მეკარე იყო სულ. გული მწყდება ლეგენდაა მარა ამბიციები ზედმეტი არაა კარგი
    ფანი [?]
    #6 23 მარტი 2021 10:03
    0
    El pistolero 9,
    ხო, პიმიენტა არაა გასაშვები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 მარტი 2021 03:02
    0
    Always cule,
    პიმიენტა თუ ამის გამო გაუშვეს რავი...და კიდე ამას კლუივერტთან მოუვიდა კონფლიქტი და იმ კაცსაც დაანებონ თავი მშვენივრად მუშაობს აკადემმია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 მარტი 2021 01:05
    4
    ისე ამას თავში პეპლები ყავს. რა ბარსა დატოვა და სად წავიდა.
    ფანი [?]
    #3 22 მარტი 2021 23:45
    3
    ცხრამეტწლამდელები ჩააბარონ, ან თექვსმეტწლამდელები. პიმიენტას არ შეეხონ.
    ფანი [?]
    #2 22 მარტი 2021 23:08
    1
    ვალდესი ოქროს წლებში იყო მართლაც
    ფანი [?]
    #1 22 მარტი 2021 22:50
    7
    რავიცი გარსია პამიენტას გაშვება ამ ყველაფრის მერე არმგონია სწორი გადაწყვეტილება ვალდესის დიდი პატივისცემის მიუხედავად.