ლიონელ მესი პელეს გაუთანაბრდა

ლიონელ მესი პელეს გაუთანაბრდა

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა და კაპიტანმა, ლიონელ მესიმ "რეალ სოსიედადთან" 6-1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და, ამასთანავე, კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი გახდა.

ბასკებთან გამართული დაპირისპირება არგენტინელისთვის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 768-ე იყო, რითაც ლეგენდარულ ჩავი ერნანდესს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 767 შეხვედრა გახლდათ.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გარდა ჩავის რეკორდის დამხობისა, ლეომ პელეს შედეგიც გაიმეორა - ამ დროისთვის "ბარსას" ათიანს პრიმერა დივიზიონში 467 გოლი უგროვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ კონკრეტულ ლიგაში, ბრაზილიელთან ერთად, მასზე მეტი გოლი არავის გაუტანია.

წყაროს ცნობით, პელემ მშობლიური ქვეყნის ჩემპიონატში მეტოქეთა კარი ასევე 467-ჯერ აიღო, შესაბამისად, მესის შემდეგი გოლი სარეკორდო იქნება.

ევროპის ტოპ 5 ლიგის მასშტაბით, "ლა პულგასთან" ახლოს არავინაა. ამ კუთხით, ინგლისში ჯიმი გრივზი ლიდერობს (357), ბუნდესლიგაში - გერდ მიულერი (365), იტალიაში - სილვიო პიოლა (274), საფრანგეთში კი - დელიო ონისი (299).

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ ლეო მესიმ "ბლაუგრანას" მაისურით 700 გოლი მიითვალა. აქედან 663 ბურთი ოფიციალურ მატჩებზე მოდის, 37 კი - ამხანაგურ შეხვედრებზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 25 მარტი 2021 18:16
    0
    კოპა დადოს წელს ნეტავ
    ფანი [?]
    #15 25 მარტი 2021 09:05
    0
    კოპა და მსოფლიოც დადოს და ეგაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 25 მარტი 2021 01:24
    0
    მესიმ რომ დააცემინოს ისიც სარეკორდო იქნება😆
    Culé [?]
    #13 23 მარტი 2021 12:33
    1
    ციტატა: Albicelecte
    2022 წელს მუნდიალსაც მიაყოლებს და ეგაა
    პელემ ცხელი ყავა დალიოს

    თან პელეს დალევს. smile
    ფანი [?]
    #12 23 მარტი 2021 11:45
    2
    შეუდარებელი❤️
    Culé [?]
    #11 23 მარტი 2021 02:59
    0
    CHEPE,
    მემგონი მე 500 გოლი იყო ჯერ დეპორტივოსთან იყო თამაში და მერე რეალთან ის 2-3 რო მოვიგეთ და ამან რო.მაისური გამოუფინა ბერნაბეუს.და დწპორთან ან ძელს არტყამდა ან ხარიხას,მერე პენალტიც კი მეკარემ აუღო და მომდევნო შეხვედრაში რეალს თხარა საიუბილეო.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 23 მარტი 2021 00:59
    1
    დუბლები წამოვიდა, მაგრამ ჰეთ-თრიკის დროა უკვე. ვალიადოლიდი კაი ბულკია ამისთვის.

    ციტატა: Albicelecte
    2022 წელს მუნდიალსაც მიაყოლებს და ეგაა
    პელემ ცხელი ყავა დალიოს

    რომელი, პელე თუ ნასკაფე? 😆
    ფანი [?]
    #9 22 მარტი 2021 23:47
    2
    არც ერთი რეკორდი აღარ შეარჩინეს პელეს, კარგია
    გულშემატკივარი [?]
    #8 22 მარტი 2021 22:53
    2
    ციტატა: Albicelecte
    2022 წელს მუნდიალსაც მიაყოლებს და ეგაა
    პელემ ცხელი ყავა დალიოს

    პელემ პელე დალიოს უნდა გეთქვა )))
    ფანი [?]
    #7 22 მარტი 2021 22:38
    3
    აგრძელებს მეფი რეკორდების წერას, მარადონას ფანებმ უნდა ჩა.ან რადგან ლეოს ასაკში ლომკებში ვარდებოდა ის, ლეო კი კვლავ საუკეთესოა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 მარტი 2021 22:34
    3
    მიდი ლომო ბოლომდე გადაუარე მაგ პრახადნოი დვორი ფეხბურთის მეფის რეკორდებ იქითა სეზონში კარიერულ გოლებშიც გადაუსწრებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 22 მარტი 2021 22:23
    0
    ციტატა: Diana
    პელე ინსტაგრამზე ბიოს გაანახლებს 2000 მდე ავა ახლა 😂😂😂😂😂😂

    My Webpage
    Culé [?]
    #4 22 მარტი 2021 22:14
    2
    ურეკორდო თამაშს არ ვატარებთ მგონი😁😁 ადრე ანტირეკორდებს ვამყარებდით ეხლა რეკორდებს❤💜😁 იმედია ასე გაგრძელდება რეკორდები ლეოსიც💜❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #3 22 მარტი 2021 22:04
    4
    777 -ზე ესპანეთის ლიგის და თასის გამარჯვება მოგველოცოს
    ფანი [?]
    #2 22 მარტი 2021 21:59
    5
    პელე ინსტაგრამზე ბიოს გაანახლებს 2000 მდე ავა ახლა 😂😂😂😂😂😂
    Culé [?]
    #1 22 მარტი 2021 21:52
    5
    2022 წელს მუნდიალსაც მიაყოლებს და ეგაა
    პელემ ცხელი ყავა დალიოს