მესი-გრიზმანის დუეტი ლა ლიგაში, შედეგიანობის მხრივ, საუკეთესოა

მესი-გრიზმანის დუეტი ლა ლიგაში, შედეგიანობის მხრივ, საუკეთესოა

კატალონიის "ბარსელონას" შემტევები, ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი ლა ლიგის საუკეთესო შემტევ დუეტად ჩამოყალიბდნენ. 

არგენტინელი და ფრანგი არა მხოლოდ გოლების საერთო რაოდენობით (28), არამედ საგოლე გადაცემების საერთო რაოდენობითაც (15) უპირობო ლიდერები არიან. 

"ბლაუგრანელებს" "ატლეტიკოს" შემტევების, ლუის სუარესისა და მარკოს ლორენტეს დუეტი მოჰყვება - 22 გოლი და 10 საგოლე გადაცემა.

მესამე პოზიციას მიკელ ოიარსაბალი და ალექსანდერ ისაკი (რეალ სოსიედადი) იკავებენ - 22 გოლი და 8 საგოლე გადაცემა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული შედეგის უდიდესი ნაწილი ლეო მესის კისერზეა - მან "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 21 გოლი გაიტანა და 9 ასისტი გააკეთა, ანტუან გრიზმანზე კი 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მოდის.

არგენტინელი შემტევი პიჩიჩის ჯილდოსათვის ბრძოლაშიც ლიდერია. მისი უახლოესი მდევარი, 18 გოლით, ლუის სუარესია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 22 მარტი 2021 18:23
    0
    ეხლა ვუყურებდი გამეორებით თამაშს და დესტის მეორე გოლზე: გოოოლ იყვირა კომენტატორმა, მერე დააკვირდა და იძახის: "да это же Дест, он просто Бест!!!!"
    Culé [?]
    #10 22 მარტი 2021 02:05
    0
    კოპასაც თუ დავამატებთ ბევრად გაიზრდება გრიზმანის შედეგიანობა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 21 მარტი 2021 23:48
    0
    რა დუეტი, რის დუეტი. გრიზმანის დუეტობა არ გაიშვას. მესი მიათრევს მასაც. ვისაც მოგწონთ გრიზმანის დონე ბარსაში, ეტყობა სხვა რამეს უყურებთ და მწვრთნელების გამოცვლით ნუ აპრავებთ მის მაზილაობას, მწვრთნელი სხვებისთვისაც შეიცვალა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 21 მარტი 2021 22:02
    2
    დუეტიო თქვენთანაც წერია?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #7 21 მარტი 2021 20:10
    1
    მეტიც შუძლია გრიზმანს
    Culé [?]
    #6 21 მარტი 2021 19:32
    0
    21 მესიზეა და რაღა გრიზოს 7 გოლი...
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    ფანი [?]
    #5 21 მარტი 2021 19:19
    1
    არ მეგონა
    ფანი [?]
    #4 21 მარტი 2021 19:00
    2
    მესის და ალბას დუეტი უფრო პროდუქტიულია მგონი
    გულშემატკივარი [?]
    #3 21 მარტი 2021 18:55
    3
    ნეტა მესი და ძელი ან ხარიხა მერამდენეზე არიან ეჭვი მაქვს სამეულში მაინც მოხვდებიან :დ
    გულშემატკივარი [?]
    #2 21 მარტი 2021 18:48
    0
    რას ფიქრობთ რა იქნება მაქსიმუმი საქართველოსთვის მსოფლიოს შესარჩევში?ჩემი აზრით თუ რაიმეს გაკეთება გვინდა ამ სამ თამაშში 5 ქულა მინიმუმ უნდა ავიღოთ,მაქსიმუმი კიდევ მესამე ადგილი მგონია
    წევრი [?]
    #1 21 მარტი 2021 18:47
    5
    მესი-გრიზმანის დუეტი - აბსურდული სიტყვათა შეთანხმება