ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 21 მარტი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 მარტს მოხდა.
თამაშები
21 მარტს "ბარსელონას" 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1963 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ლეგენდარული მცველი და ყოფილი მწვრთნელი რონალდ კუმანი. 1989-1995 წლებში მან "ბლაგურანას" მაისურით 267 თამაში ჩაატარა და 90 გოლი გაიტანა.
კუმანმა "ბარსელონაში" 4 ლა ლიგა, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და ერთი ევროპის სუპერ თასი მოიგო.
1980 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ლეგენდა რონალდინიო. 2003-2008 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 210 თამაში ჩაატარა და 95 გოლი გაიტანა.
რონალდინიომ "ბარსელონაში" 2 ლა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1984 წელი
თასების მფლობელთა თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში 2-0 მოგების შემდეგ "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ინგლისში 0-3 განადგურდა.
1989 წელი
დაიბადა ჟორდი ალბა.
1991 წელი
დაიბადა ანტუან გრიზმანი.
2006 წელი
"ხეტაფესთან" "კამპ ნოუზე" ანგარიშით 3-1 მოგება კარლეს პუიოლისთვის ლა ლიგაში მე-200 თამაში გამოდგა.
იმ მატჩში სამუელ ეტო’ომ ლა ლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]