მემფის დეპაის შეძენა "პარი სენ-ჟერმენსაც" სურს

მემფის დეპაის შეძენა "პარი სენ-ჟერმენსაც" სურს

"ლიონის" თავდამსხმელს, მემფის დეპაის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი შემტევის შესაძენად ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიც" იბრძოლებს. პარიზელთა არგენტინელი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო დეპაის თამაშით ძალიან მოხიბლულია.

27 წლის შემტევის გაფორმების მთავარი კანდიდატი "ბარსელონაა". "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარ მწვრთნელსა და დეპაის თანამემამულეს, რონალდ კუმანს მისი გადმობირება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში სურდა.

როგორც უკვე ცნობილია, მემფის დეპაის სეზონის ბოლოს "ლიონთან" კონტრაქტის ვადა ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 21 მარტი 2021 11:35
    0
    რავი ბარსელონა თუ მოინდომებს დეპია კუმანს აირჩევს უეჭველი, და ეს პსჟ კიდე ვინაა საერთოდ, ყველა ფეხბურთელი მაგათ როგორ უნდათ😡
    Culé [?]
    #6 21 მარტი 2021 09:42
    0
    ციტატა: Diana
    პსჟ ორგანულად მეზიზღება უკვე , ბაიერნი იმედია დააქვესკნელებს

    ბაიერნი გადაუვლის ყველა ვარიანტში,ისეთ ფორმაში არიან რო რავიცი...ალბათ წელსაც ეგენი მოიგებენ უჩლ ს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 მარტი 2021 21:42
    0
    მთვარეზე გასეირნებაც ხომ არ უნდა პოჩეტინოს.
    ფანი [?]
    #4 20 მარტი 2021 18:42
    3
    ბარსა რო ვინმეთი დაინტერესდა და პსჟ არ გამოეკვეხა როდის იყო ბოლოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 მარტი 2021 18:40
    1
    არამგონია ლიონმა დეპაი უშუალო კონკურენტს დაუთმოს.ჩვენ ყველაზე კარგი შანსი გვაქვს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 მარტი 2021 18:12
    0
    და რა? მოდის თუ არა? ალბათ უფასოდ კი მოიყვანენ, მაგრამ ეხლა ხელფასის ფული არ ექნებათ.
    ფანი [?]
    #1 20 მარტი 2021 17:52
    1
    პსჟ ორგანულად მეზიზღება უკვე , ბაიერნი იმედია დააქვესკნელებს