ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 მარტი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 მარტი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 მარტს მოხდა.

თამაშები

20 მარტს "ბარსელონას" 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 5 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1927 წელი

ორ დღეში "ბარსელონამ" და "რეალმა" მეორედ ითამაშეს. მადრიდში გამართული შეხვედრა კატალონიელებმა 4-1 მოიგეს. სტუმართაგან გოლები სასტრემ (2) და პედროლმა გაიტანეს, ხოლო კესადამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

1960 წელი

"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკო" "ბარსელონამ" 3-1 მოიგო, მასპინძელთაგან გოლები კოჩიშმა, მარტინესმა და ვილიავერდემ გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან - დი სტეფანომ.

ეს "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მოგებული მე-400 თამაშში იყო.

2012 წელი

ლა ლიგაში "გრანადასთან" ანგარიშით 5-3 მოგებულ შეხვედრაში მესიმ სესარ როდრიგესს გადაასწრო და არგენტინელი "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 მარტი 2021 19:19
    0
    2012 წელი
    ლა ლიგაში "გრანადასთან" ანგარიშით 5-3 მოგებულ შეხვედრაში მესიმ სესარ როდრიგესს გადაასწრო და არგენტინელი "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
    და წავიდა და წავიდა რეკორდები. თვლას ვეღარ ავუდივართ. დღე არ გავა რამე ახალი რეკორდი არ დადოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 მარტი 2021 12:03
    0
    ნუთუ 2012 მერე არაფერი მომხდარა
    ფანი [?]
    #2 20 მარტი 2021 11:19
    1
    კლასიკოებიი❤💙
    Culé [?]
    #1 20 მარტი 2021 11:14
    0
    მოგებით რაც მოვიგეთ კარგი იყო (ორჯერ რეალი დავამარცხეთ),მაგრამ 4 წაგება და 4 ფრე ძაან ბევრია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.