ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 19 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 მარტს მოხდა.
თამაშები
19 მარტს "ბარსელონას" 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1922 წელი
ესპანეთის თასის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში, საკუთარ კედლებში, "ბარსელონამ" "სევილია" 7-1 გაანადგურა და 2 მატჩის ჯამში 8-1 მოიგო. გოლები ალკანტარამ (3), სამიტიერმა, გრასიამ (2) და პლანასმა გაიტანეს.
1927 წელი
მადრიდში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 5-1 გაანადგურა. გოლები პედროლმა (2), საგიმ (1) და სამიტიერმა (2) გაიტანეს.
1947 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი მარიანო პერესი. 1974-1976 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 29 თამაში ჩაატარა 4 გოლი გაიტანა.
1961 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "გრანადა" 8-2 გაანადგურა. გოლები კუბალამ (4), სუარესმა (2), რიბელიესმა და კოლტმა გაიტანეს.
1967 წელი
"კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 2-1 დაამარცხა. ორივე გოლი ჟოზეპ ფუსტემ გაიტანა..
1986 წელი
ტურინში "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი მატჩი 1-1 დასრულდა, რის წყალობითაც "ბარსელონამ" 2 თამაშის ჯამში 2-1 გაიმარჯვა. ტურინში "ბარსასს" მხრიდან გოლი სტივ არჩიბალდმა გაიტანა.
1995 წელი
დაიბადა ექტორ ბელერინი.
1996 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ქალთა გუნდის ფეხბურთელი მარიონა კალდენტეი.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 13 ]