ინტერვიუ ჟორდი ალბასთან: ლაპორტას გამარჯვება გუნდმა კარგად მიიღო

ინტერვიუ ჟორდი ალბასთან: ლაპორტას გამარჯვება გუნდმა კარგად მიიღო

Sport-მა "ბარსელონას" ესპანელ ფეხბურთელთან, ჟორდი ალბასთან, ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან გუნდისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

ალბამ საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტას გამარჯვება შეაფასა. აგრეთვე, მესისა და კუმანის შესაძლო დარჩენის შესახებ ისაუბრა.

ლაპორტა

მიხარია, რომ ჟოანი ჩვენთანაა, მან ძალიან კარგად იცის რასაც აკეთებს. მისი დაბრუნების ამბავი გუნდმა კარგად მიიღო.

დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის მოვალეობას წარმატებით შეასრულებს. იგი არის ადამიანი, რომელსაც, გაკეთებული საქმისა და მისი პიროვნების გამო, ყველა პატივს სცემს.

მესი

იმედი მაქვს, რომ ლეო ჩვენთან დარჩება. იგი უნიკალური ფეხბურთელია, მსოფლიოში საუკეთესო და მინდა, რომ დარჩეს, თუმცა გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მის სურვილს ანგარიში უნდა გავუწიოთ. ლეოს "ბარსა" უყვარს და აქ ბედნიერია, ეს ყველასთვის ნათელია.

მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, მოედანზეც და მოედნის მიღმაც. ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

კუმანი

მის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, იგი კლუბის ლეგენდა და მწვრთნელია, რომელიც თითოეულ ფეხბურთელს პირისპირ ესაუბრება, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

იგი კლუბში ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებს. ფეხბურთელები მის გეგმას კარგად ვეწყობით. მისი დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ, თუმცა, ნათელია, რომ კლუბისთვისაც და, პირადად, ჩემთვისაც, იგი კარგ საქმეს აკეთებს.

სეზონი

ბოლო პერიოდში ძალიან მოვუმატეთ. თასის ფინალში გავედით და ლა ლიგისთვისაც ვიბრძვით. ლიდერთან სხვაობა დიდი იყო, თუმცა თამაშები მოვიგეთ და ახლა ძალიან ახლოს ვართ, თუმცა წინ რთული შეხვედრები გველის. დუბლის მოგება? გამორიცხული არაფერია.

3-5-2

ეს სისტემა ჩემს თვისებებს კარგად ერგება. როგორი სქემითაც არ უნდა ვთამაშობდეთ, ბურთის კონტროლი ყველაზე მნიშვნელოვანია.

პედრი

ამ ბავშვმა იცის თუ როგორ უნდა ითამაშოს "ბარსაში". შესანიშნავი ფეხბურთელია, განსხვავებული, გუნდს კარგად მოერგო, თავმდაბალი და კარგი მოსწავლეა.

ვფიქრობ, ნაკრებში გამოძახებას იმსახურებდა, იგი კვლავ ძალიან ახალგაზრდაა და არ უნდა ავჩქარდეთ, მაგრამ მისი თამაში დაგვეხმარება.

მბაპე თუ ჰოლანდი

ორივე ახალგაზრდა და ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, უკვე უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ, მაგრამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ.

ალბასა და "ბარსელონას" მომდევნო მატჩი 21 მარტს, "ანოეტაზე", "სოსიედადის" წინააღმდეგ, ელით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 19 მარტი 2021 22:19
    0
    ხო კუმანი მართლაც იმსახურებს მომავალ სეზონს მიუხედავად იმისა მოიგებს თუარა ტიტულს რადგან ბევრი რამე შეცვალა კლუბში და დაგვანახა პროგრესი
    ფანი [?]
    #7 19 მარტი 2021 20:21
    0
    დუბლი დაიდოს სეზონის ბოლოს
    ფანი [?]
    #6 19 მარტი 2021 16:36
    0
    CHEPE,
    აპ ბეტისთან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 მარტი 2021 14:50
    1
    მბაპე თუ ჰოლანდი, უნდა ეთქვა მოიყვათ ორივე, ტრიპლეტებს დავყრითო.
    ფანი [?]
    #4 19 მარტი 2021 12:57
    0
    El pistolero 9,
    კარგი დღე ყოფილა 😊😊😊
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 მარტი 2021 12:25
    2
    ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ეს სეზონი უტიტულოდ არ დამთავრდეს, სრულიად შესაძლებელია დუბლიც დაიდოს, 1 თამაშის გარდა ყველა ლა ლიგის თამაშებია, 11 ლა ლიგის ფინალი + 1 კოპას ფინალი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 მარტი 2021 12:12
    2
    Diana,
    ფატის დებიუტი იყო ჩემს დაბადების დღეზე ბეტისთან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #1 19 მარტი 2021 12:04
    4
    დაბადების დღე თქვენი ყურებით უნდა დავიწყო და ამიმაღლეთ განწყობა 😂😂😂