SER: რონალდ კუმანს სრული მხარდაჭერა აქვს

SER: რონალდ კუმანს სრული მხარდაჭერა აქვს

ჟოან ლაპორტას ინაუგურაციის შემდეგ, ყველა დავრწმუნდით, რომ პრეზიდენტი რონალდ კუმანს ენდობა და მას კიდევ მინიმუმ 1 სეზონით ვიხილავთ.

თუ "ბარსელონა" კოპა დელ რეისა და ლა ლიგის მოგებას მოახერხებს, ნიდერლანდელი სპეციალისტის პოზიციები კიდევ უფრო მეტად გამყარდება. "ბარსა" ესპანეთის თასისი ფინალშია გასული და იქ "ბილბაოსთან" გადაწყვეტს ჩემპიონის ბედს, ლა ლიგაში კი ლიდერ "ატლეტიკოსთან" ჩამორჩენა უკვე 4 ქულაა.

SER-ის ინფორმაციით, პოსტს "ბარსას" ტექნიკური მდივანიც, რამონ პლანესიც შეინარჩუნებს. პლანესი ამ თანამდებობაზე ერიკ აბიდალთან ერთად მუშაობდა. ახლა კი ეს ჟორდი კრუიფის გვერდით მოუწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 19 მარტი 2021 22:05
    0
    მოუყვანოს ის დეპაი მაინც უფასოა თუარ გაამართლებს ფული მაინც არ იქნება გადახდილი და მერე გაყიდიან, თან ბოლობოლო ბრაიტვეიტს ხომ მაინც აჯობებს ყველაფრით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 მარტი 2021 15:41
    1
    მთავარი სიტყვა "თუ" რომლისაც მაგრად გვეშინია უკვე სამი-ოთხი სეზონია ზედიზედ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 19 მარტი 2021 10:32
    1
    ხოდა მაშინ მოუყვანეთ ვეინალდუმი ცენტრში ეგ სჭირდება ზუსტად
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 19 მარტი 2021 00:48
    0
    პლანესის დარჩენა არ მომხვდა თვალში კარგად.ბართომეუს ყოფილმა ხელქვეითებმა უნდა დატოვონ კლუბი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #4 19 მარტი 2021 00:08
    4
    უნდა დატოვონ აუცილებლად, თან საკმაოდ რეალური შანსი გვაქვს რომ დუბლი მოვიგოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 მარტი 2021 23:43
    5
    ერთი ტიტული, რომ მოვიგოთ ამისთვის ერთი თამაშის მოგებაა საჭირო. მეორე ტიტულის მოგებაც მიუწვდომელი არ არის, როგორც ეს ადრე ჩანდა. თუ ორივე მადრიდულ გუნდს მოვუგებთ და ყოველი ქულისთვის ვიომებთ, სრულიად შესაძლებელია ლა ლიგის მოგება.
    გულშემატკივარი [?]
    #2 18 მარტი 2021 23:01
    5
    იმსახურებს
    Culé [?]
    #1 18 მარტი 2021 22:47
    5
    ლა ლიგა და კოპა დადოს და დარჩეს! კლასიკოც უნდა მოვიგოთ და ატლესთანაც!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"