ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 18 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 მარტს მოხდა.
თამაშები
18 მარტს "ბარსელონას" 16-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1956 წელი
ლა ლიგაში გამართულ 50-ე "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 2-0 დაამარცხა. შეხვედრის პირველ 30 წუთში გოლები რამონ ალბერტო ვილიავერდემ გაიტანა.
1987 წელი
"ბარსელონამ" "დანდი იუნაიტედთან" მე-4 თამაში ჩაატარა და მეოთხედ წააგო. ასეთი ცუდი შედეგი "ბლაუგრანას" არცერთ სხვა გუნდთან არ აქვს.`
უეფას თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსამ" შინ 1-2, ორი მატჩის ჯამში კი 1-3 წააგო.
1990 წელი
"ლოგრონიესთან" 2-1 მოგებული შეხვედრა 2018 წლამდე ბოლო თამაში იყო, რომელიც "ბარსამ" "ლა მასიას" აღზრდილი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 7 ]