"ატლეტიკოს" გავარდნამ "ბარსაც" დააზარალა

"ატლეტიკოს" გავარდნამ "ბარსაც" დააზარალა

მადრიდის "ატლეტიკომ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ჩელსისთან" ორმატჩიანი დუელი დათმო და ევროპის საკლუბო პირველობას "ბარსელონას" მსაგვსად, ფლეი ოფის საწყის სტადიაზევე გამოეთიშა.

ამის გამო "ჩოლოს" გუნდს მხოლოდ ერთ ტურნირზე მოუწევს გადართვა და შესაბამისად, ლა ლიგაში უახლოეს მდევარ "ბარსელონასთან" 4-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნებაზე ზრუნვაც.

კატალონიელებისათვის "როხიბლანკოსის" გამოვარდნა ფინანსურადაც წამგებიანი აღმოჩნდა. SER-ის ინფორმაციით, ლუის სუარესის ტრანსფერიდან დედაქალაქელებს "ბარსელონასთვის" დამატებით 2 მილიონის გადახდა იმ შემთხვევაში მოუწევდათ, თუ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე მიაღწევდნენ.

ტომას ტუხელის "ლურჯებმა" კი დიეგო სიმეონეს გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის მცირე შანსიც კი ფაქტობრივად არ დაუტოვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #13 18 მარტი 2021 16:11
    0
    ატლეტიკო ეხლაა მეტად ძლიერი იქნებაა ვიდრე იყო.. ასე რომ ატლეტიკო უესკა არ გვეგონოს.. და ბეევრს დიდი წარმოდგენაქ რო გადაუვლის ბარსააა ატლეტიკოოს... ბოლოოს საცა შეხვდაა ყველგან ამოსდო დააა..
    ფანი [?]
    #12 18 მარტი 2021 13:59
    1
    ბარსა დააზარალა არა ის კიდე ფეხები არავის მოჭამოს ატლეტიკომ ჯობია კამპ ნოუზე არც ჩამოვიდნენ და 3-0 წაგება ჩაეთვალოთ :დდ
    Culé [?]
    #11 18 მარტი 2021 12:55
    0
    არც არასდროს ყოფილა ატლეტიკო ყველა თამაშის მომგები გუნდი, ჩვეულებრივი სამეულის გუნდია რომელიც 2-0 დან ალბათ ვერასოდეს დააქამბექებს
    ფანი [?]
    #10 18 მარტი 2021 12:53
    1
    ანუ რეალურად ატლეტიკო ახლა დიდ წნეხში ექცევა, ბარსა ისე მიდევს რომ ერთი შეცდომაც შეიძლება ძვირად დაუჯდეთ და ამის ფონზე ინერვიულებენ, ხასიათი გაფუჭებული აქვთ და მომდევნო მატჩში შეიძლება კიდევ დაკარგონ ქულები
    Culé [?]
    #9 18 მარტი 2021 12:27
    2
    ტუხელმა ჩელსი კერკეტ კაკალად აქცია. გოლი კიარა მომენტს ვერ უქმნიან ისე მთავრდება მთელი თამაში. 13 შეხვედრაში 11 მშრალი კარი. ვინც არ უდნა გყავდეს და რა სტილიც არ უნდა ათამაშო მაინც ურთულესი მიღწევაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 18 მარტი 2021 12:15
    1
    მოკლედ ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ ტრიალებს რა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 18 მარტი 2021 11:40
    2
    აი ჩვენც ხო გავნადგურდით პსჟს-თან მაგრამ მეორე მატჩში ვაჩვენეთ რო მაგარი გუნდი ვართ,უბრალოდ ანგარიშში ვერ ავსახეთ.აქ კი ჩელსი უბრალოდ ატლეტიკოზე მაგარი გუნდია,თან ბევრად მაგარი.ორ მატჩში ფეხი არ გაანძრევინეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #6 18 მარტი 2021 11:02
    0
    ფაქტია არ იმსახურებდა ატლეტიკო გასვლას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 მარტი 2021 09:49
    0
    დავწერე, რომ არ იყო ეს კარგი, მაგრამ ისეთი სვარკა ითამაშეს, რომ არ იმსახურებდნენ გასვლას. ჩოლოს უნდა აუკრძალო მწვრთნელობა.
    წევრი [?]
    #4 18 მარტი 2021 07:56
    1
    Gia grigalavas ფან-კლუბი,
    საღოოლ.აღარ შემიძლია. smiley smile
    ფანი [?]
    #3 18 მარტი 2021 07:16
    1
    ნეტა ჩვენ ვინმე რამეს გვიხდის ? 😥
    Culé [?]
    #2 18 მარტი 2021 05:02
    8
    იქით სუარესი იტანჯება ბურთის მომწოდებელი არ ყავს აქეთ მესი იტანჯება ბურთის გამტანი არ ყავს და მაინც ასე მოხდა ერთი ისევ ბარსელონაში მეორე ატლეტიკოში და შემცვლელად ბრაიტვეითი.
    ჩამოსახრჩობია ამის გამკეთებელი ეხლა რაც ხდება,იმიტო კიარა რომ სუარესი გააგდო,იმიტო რო იმის მაგივრად ბრაიტვეითი მოიყვანა
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 მარტი 2021 03:21
    1
    კაი ორი მილიონის დედაც მიდი ეხლა და ეომე ამათ და რეალს ლა ლიგაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued