ჟოან ლაპორტამ ლეო მესის დარჩენის თაობაზე ინაუგურაციისას მიმართა

ჟოან ლაპორტამ ლეო მესის დარჩენის თაობაზე ინაუგურაციისას მიმართა

დღეს, თბილისის დროით 21:00 საათიდან, კატალონიის "ბარსელონას" ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ინაუგურაცია მიმდინარეობდა, სადაც მან ლიონელ მესის ემოციურად მიმართა:

არსებულ სიტუაციას უნდა გავუმკლავდეთ. შევეცდებით, ლეო მესი დარჩენაში დავარწმუნოთ (იცინის). ბოდიში, ლეო... ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელისთვის ყველაფერს გავაკეთებ. იცი, რომ მე მიყვარხარ და "ბარსასაც" უყვარხარ. არ შეგიძლია, დაგვტოვო.

აღსანიშნავია, რომ ამ დროს ლეგენდარულმა არგენტინელმა გაიღიმა და პრეზიდენტს პასუხი ამით გასცა, თავად ლაპორტამ კი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

არჩევნებამდე, პრეზიდენტობის კანდიდატები - ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა სკანდირებდნენ, რომ ლიონელ მესის კლუბში დატოვება პრიორიტეტული საკითხი იყო, თუმცა, შეიძლება ითქვას, თავის სიტყვაში ყველაზე დარწმუნებული სწორედ ჟოანი გახლდათ, რაც მან დღეს, ამ განცხადებითაც დაამტკიცა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #14 18 მარტი 2021 12:38
    2
    აუცილებლად დარჩება მესი❤️ ლაპორტას შეუძლია იმ პროექტის შეთავაზება რაც ნამდვილად წარმატებული იქნება და მესისაც სწორედ ეს სურს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 18 მარტი 2021 12:32
    3
    ლეოზე კარგად არავინ იცის რა აჯობებს წასვლა თუ დარჩენა, მე მგონი ჩვენზე მეტი კი ესმის, რომ მიხვდეს რა უნდა გუნდს და თუ წინსვლა არ იქნა გუნდში ამ მიმართულებით აუცილებლად წავა. მსოფლიოში საუკეთესოს ეუბნებით ტიტულებისთვის არ წახვიდეო? აბა ჩვენ გასართობად ირბინოს ამ ცხვრებთან ერთად მოედანზე? და უტიტულოდ ვის დაუმტკიცოს საუკეთესოობა.
    გულშემატკივარი [?]
    #12 18 მარტი 2021 02:00
    0
    ციტატა: Konstantine Japaridze
    Impala,
    და რას ამბობ მაგით არ გააჩNია ლაპორტას სპორტული პროექტი?

    რომელი ლოგიკური ჯაჭვი გაიარე ამ დასკვნამდე რომ მიხვედი?
    ციტატა: Konstantine Japaridze

    თU სპორტი მარტო ფეხბურთEლები იცი შEნ

    მაგიტომ წერია სპორტული პროექტი და ფეხბურთელები ცალ-ცალკე
    ციტატა: Konstantine Japaridze

    ან არავინ რო აკრიტიკება ლაპორტას ადექი სა კრიტიკისკენ წახვედი?

    კრიტიკა სად შეამჩნიე? სერიოზული პრობლემა გვაქვს წაკითხულის გააზრებასთან დაკავშირებით.
    Konstantine Japaridze
    სტუმარი [?]
    #11 18 მარტი 2021 01:30
    0
    Impala,
    და რას ამბობ მაგით არ გააჩNია ლაპორტას სპორტული პროექტი? თU სპორტი მარტო ფეხბურთEლები იცი შEნ ან არავინ რო აკრიტიკება ლაპორტას ადექი სა კრიტიკისკენ წახვედი?

    ROUCH,
    აი ქართVელები იმიტო ხართ ამაზრზენი ეგ რა ლაპარაკია?
    გულშემატკივარი [?]
    #10 18 მარტი 2021 01:19
    3
    ძაან კი მინდა ვცდებოდე, მაგრამ ეს მიმართვა ჩემი გადმოსახედიდან ლაპორტას სასოწარკვეთილ ცდას ჰგავდა მესის დასატოვებლად. ანუ თითქოს სხვა ვერაფრით დაარწმუნა (სპორტული პროექტი, ვარსკვლავების მოყვანა...) და სხვა რაღა დარჩენოდა თუარა ნამუსზე აგდება, იქნებ გული მოულბესო...
    მესიმ კიდევ თავისი სათქმელი ბარსელონაში არაერთხელ თქვა და ბევრჯერაც დაამტკიცა საუკეთესო რომ არის და, რა თქმა უნდა, ყველანაირი უფლება აქვს წასვლის, თუმცა ასეთი უსახური (გუნდის) სეზონების შემდეგ წასვლა არ არის სასიამოვნო, საუკეთესოს არ შეეფერება.
    ძალიან მინდა ტრიუმფით წავიდეს, ტრიპლეტიანი სეზონის შემდეგ.
    ერთადერთი კარგი ეს გააკეთა წინა პრეზიდენტმა, რომ მესი იძულებით დატოვა გუნდში. წარმოიდგინეთ წლების მერე მის ისტორიას რომ გადაავლებენ თვალს და წასვლამდე ერთ-ერთი ბოლო მატჩი 8-2 მარცხი რომ ყოფილიყო ბაიერნთან, როგორ ჟღერს: ისტორიაში საუკეთესო და 8-2 წაგება ერთად.
    უნდა ჩამოირეცხონ როგორმე მესიმაც და ბარსამაც ეს სამარცხვინო წაგებები და როგორც შეეფერება ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს, ისე გააცილონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 18 მარტი 2021 01:10
    2
    მიდი რა დარჩი კაცურად
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #8 18 მარტი 2021 00:52
    2
    ლეო ახლა არ უნდა წავიდეს. არანაირი ტიტული არ უდრის გუნდის ერთგულებას და სიყვარულს. მითუმეტეს ყველაფერი 5-10 ჯერ აქვს მოგებული. არავის ყოლია ამ დონის ფეხბურთელი კარიერის დაწყებიდან დასრულებამდე და ბარსა ამ მხრივაც სასიამოვნო გამონაკლისი იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 18 მარტი 2021 00:30
    2
    ისეთი გაბადრული სახე და გაბრწყინებული თვალები აქვს, რომ დარჩება უეჭველი.
    ისე ბუსკეთსი ვერ ვნახე ტრიბუნებზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 მარტი 2021 00:19
    2
    ლეო ფაქტიურად მოგიწოწნა ტიპმა. ეხლა ჯერი შენზეა ვნახოთ რას იზავ
    ფანი [?]
    #5 17 მარტი 2021 23:18
    2
    გაახნაგრძლივებს კონტრაქტს უეჭველი
    გულშემატკივარი [?]
    #4 17 მარტი 2021 23:03
    1
    იმედია ეჭვი აღარავის ეპარება,რომ დარჩება <3
    Culé [?]
    #3 17 მარტი 2021 23:02
    6
    შემოგევლე ლაპორტ, ასეთი უნდა პრეზიდენტი ❤❤ დარწმუნებული ვარ მესი 100% დარჩება❤❤❤
    Culé [?]
    #2 17 მარტი 2021 22:46
    2
    ძალით დატოვებს გუნდში რომც არ უნდოდეს ტიპს😁😁
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    გულშემატკივარი [?]
    #1 17 მარტი 2021 22:42
    8
    საღოლ ლაპორტ აუ ეს ყოფილიყო იმ ყლ. აჩკარიკის მაგივრად რა ტრანსფერენს დადებადა ეეჰ