ალ სადი ჩავის ახალ კონტრაქტს სთავაზობს | AS

ალ სადი ჩავის ახალ კონტრაქტს სთავაზობს | AS

რონალდ კუმანის შესაძლო წასვლის შემდეგ, "ბარსელონას" პოტენციურ მთავარ მწვრთნელთა შორის ჩავი ერნანდესის კანდიდატურა დომინირებს.

ახლა კი, Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ლეგენდარულ კატალონიელს ამჟამინდელი კლუბი, "ალ სადი" კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს.

წყაროს თანახმად, თანხმობის შემთხვევაში, მისი ეკონომიკური მხარე გაუმჯობესდება და, "ბარსადან" წინადადების მიღებისას, ის პუნქტიც შენარჩუნდება, რომელიც ჩავის წასვლის უფლებას აძლევს.

როგორც ცნობილია, ერნანდესმა ყატარულ გუნდს გადაწყვეტილების მისაღებად დრო სთხოვა, რადგან ის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას მხოლოდ 2022 წლის ივნისამდე აპირებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 17 მარტი 2021 22:08
    0
    სხვა ნორმალურ ჩემპიონატში მოსინჯოს თავისთავი ჯობია და მერე იფიქროს ბარსაში დაბრუნებაზე
    ფანი [?]
    #9 17 მარტი 2021 20:18
    0
    მინიმუმ 1 სეზონი კუმანი იქნება ალბათ
    ფანი [?]
    #8 17 მარტი 2021 16:14
    0
    გეთანხმები უნდა წამოვიდეს მაგ ჩემპიონატიდან, და ჩემი აზრით რომელიმე ტოპ მწვრნელთან უნდა იმუშაოს მაგალითად პეპთან, პრაქტიკას მიიღებს სასწაულს პეპთან მუშაობით და იმედია არ ეთაკილება რადგან ყველას აქ ეგ გზა გავლილი და ყველამ ვიღაცისგან ისწავლა!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 17 მარტი 2021 15:36
    0
    nika 54,
    უეჭველი ეკუთვნის კუმანს.ულაპარაკოდ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 მარტი 2021 15:31
    3
    "ბარსადან" წინადადების მიღებისას, ის პუნქტიც შენარჩუნდება, რომელიც ჩავის წასვლის უფლებას აძლევს.
    თუ პირობას აძლევენ ბარსაში გამოშვეაზე, ნებისმიერ დროს განაგრძოს პრაქტიკის მიღება, თუ კუმანმა წელს სასწაული მოახდინა და თასიც აიღო და ლიგაც ჩათვალეთ კიდევ ერთი წლით მინიმუმ დატოვებენ, თუ სამართალია ქვეყანაზე. კაცმა მკვდარი გუნდი ჩაიბარა.
    Culé [?]
    #5 17 მარტი 2021 14:40
    0
    ჯობია დაბრუნდეს ევროპაში და საშუალო დონის გუნდი ჩაიბაროს, არ გაუჭირდება კლუბის მოძიება. მერე თუ რამე გამოუვა სცადოს აქაც.
    ფანი [?]
    #4 17 მარტი 2021 12:49
    0
    კაი ბევრ ფულს იღებს ასე შემდეგ მარა თუ ჭკუა აქვს და ბარსაში უნდა მთავარი მწვრთნელობა,უნდა წამოვიდეს მაგ გაუგებარი ქვეყნიდან და ლიგიდან და ნებისმიერი ტოპ 5 ჩემპის ტოპ 10 გუნდიდან რომელიმე გუნდში დაიწყოს გამოცდილების მიღება იქ დადოს 1 წელი შედეგი (როგორც მაგალითად ჯერარდმა ქნა) ან ბარსა ბ ან რავიცი და დალშე იფიქროს ბარსელონაზე.ან ჩამოვიდეს კუმანის ასისტენტად როგორც
    ზიდანზე წნეს ანჩელოტისთან ან არ ვიცი რამე მოიფიქრონ რო თავისი სამწრვთნელო ძალა გვანახოს თორე ეგრე სადაა ალ სადიდან ბარსა პირდაპირ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 მარტი 2021 12:45
    2
    გაახანგრძლივებს ალბათ და თუ ბარსასგან მიიღო წინადადება გაწყვიტავს და წამოვა, ეს მუხლი ჩადებული აქვს. ან მუსულმანობას მიიღებს და დარჩება ყატარში სამუდამოდ. გაზის წილშიც ჩასვავენ.😉
    ფანი [?]
    #2 17 მარტი 2021 12:28
    0
    კარგი პირობები აქვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 მარტი 2021 11:54
    0
    თუ კუმანს ტოვებენ გაახანგრძლივოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued