MD: ჩავი "ბარსელონას" ელოდება

MD: ჩავი "ბარსელონას" ელოდება

Mundo Deportivo-ს ცნობით, ჩავი ზაფხულში "ბარსელონას" ჩასაბარებლად მზადაა.

ჩავის "ალ სადთან" მოქმედი კონტრაქტი ივლისში ეწურება. კატალონიური გამოცემის ცნობით, ლაპორტასგან შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, ესპანელი მშობლიურ კლუბში დაბრუნდება.

თუ რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩა ან ლაპორტამ მის შემცვლელად სხვა კანდიდატურა შეარჩია, ჩავი ყატარულ კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

"ალ სადში" მუშაობის პერიოდში, ჩავიმ 6 ტიტულის მოგება შეძლო. ბოლოს, 7 მარტს, "ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნების დღეს, მისმა გუნდმა გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ყატარის ჩემპიონატის მოგება გაინაღდა.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ჩავიმ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #14 15 მარტი 2021 20:46
    3
    ეეჰ ხავი, ურთულეს პერიოდში უარი თქვი და ეხლა უკვე "გაცხელებულ სკამზე" გინდა ხომ დაჯდომა?!
    არ გეკადრება მაგი შენ!
    მოსულიყავი ზაფხულში, იძახოდი ჯერ ბარსას ჩასაბარებლად მზად არ ვარო და დღეს გალსტუკში გამოწყობილი ელოდები მოწვევას, ამ 8 თვეში რა ისწავლე ამისთანა ყატარში რაც არ იცოდი ბარსადან მოყოლებული?!
    წადი ეხლა 2 წელი ბარსა-"ბ" -ში და მოამზადე შენთვის კადრები, მერე წამოიყოლე ტალანტები და მოდი!!!
    [?]
    #13 15 მარტი 2021 18:26
    4
    ციტატა: me da barca
    ვერ წარმომიდგენია ჩავი მწვრთნელად, რომ მოვიდეს როგორ უნდა მისცეს თავის ყოფილ თანაგუნდელებს შენიშვნა.

    ხოდა ვნახავთ ისევ გაბლატავებულ და ხელშეუხებელ პიკე ბუსკეცებს როცა უნდათ მაშინ რო მიდიან მოდიან თამაშის წინ. კუმანის ეხლა გაგდება არასწორი იქნება. ჩავის დიდ პატივს ვცემ მარა საჭირო დროს არ მოვიდა, როცა დარხეული გვქონდა. კუმანმა კიდე აწყობილი ნაკრები მიატოვა ბარსას გამო. ახალგაზრდებს ხოდავს და მომავლის რო აღარ გვეშინია ამის დამსსახურებაა. ამის აწყობილზე ჩავიმ რატო უნდა მოითბოს ხელები, წლის ბოლოს თუ კუმანი გააგდეს და ჩავი დანიშნეს ყველანაირ წარუმატებლობას ვუსურვებ ლაპორტას. არაა ეხლა აუცილებელი ტრენერის გამოცვლა. პატივს სცემს მესიც და გუნდიც კუმანს. კონფლიქტები აღარაა და უკეთესი სასტავი რო გვყავდეს შედეგიც უკეთესი გვექნებოდა აქამდე. სულ რო უტიტულოდ დავრჩეთ კუმანი არ უნდა გავუშვათ ჯერ ჯერობით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 15 მარტი 2021 18:20
    3
    კუმანს ეკუთვნის +1 სეზონი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #11 15 მარტი 2021 16:54
    4
    1 სეზონი აცადონ კუმანს, გაუკეთონ რამოდენიმე ტრანსფერი და შედეგის მიხედვით გადაწყვიტონ რა მერე
    Culé [?]
    #10 15 მარტი 2021 16:19
    7
    პრო ჭობაა ახლა მწვრთნელობის მოთხოვნა. ყველაზე რთული პერიოდი კუმანს გადააგირებინეს და ახლა ცოტა დალაგებისკენ რომ მიდის სიტუაცია არ შეიძლენა ასე უბრალოდ გააგდო მწვრთნელი რომელსაც ბარსას ისტორიაში ხავიზე ბევრად ნაკლები წვლილი არ შეუტანია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 15 მარტი 2021 15:39
    0
    ვერ წარმომიდგენია ჩავი მწვრთნელად, რომ მოვიდეს როგორ უნდა მისცეს თავის ყოფილ თანაგუნდელებს შენიშვნა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 მარტი 2021 15:19
    2
    ცოტა ხნით რო ბარსა ბ-ში წაიმუშაოს ან მთავარის თანაშემწედ არ აწყობს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 15 მარტი 2021 14:55
    0
    ციტატა: CHEPE
    კუმანმა თუ წააგო კოპა და ლალიგაში აწი მაქსიმალური ქულები თუ არ მოაგროვა დარჩენილი ტურებიდან გაუშვებენ დიდი ალბათობით რაღაც ეგრე მგონია

    ასეთ სიტუაციაში მისი გაშვება გარდაუვალია. ერთი თამაში, ერთი ჯახი უნდა მოიგოს გუნდთან, რომელთანაც ერთი ტიტული დათმო, მეორეს ლაპორტა არ აპატიებს. ის კი არა შეიძლება კოპაც არ ეყოს, როცა ლა ლიგაც მიუწვდომელი არ ჩანს.
    MAN
    წევრი [?]
    #6 15 მარტი 2021 14:36
    0
    ციტატა: CHEPE
    სილქ სპორტ 1 ზე იქნება თამაში😔😔 ნაგვები რაღაცა სერიალს აჩვენებენ და ფეხბურთს არაჩვენებენ დამპლები

    კაი რა ეს უნივერსალი იმენა ბარსას არხია ისედაც.
    ხავის რაც შეეხება უქანავოს არაბებს და იყოს სადაც არის. smirk
    Culé [?]
    #5 15 მარტი 2021 14:22
    0
    ჯობია ბარსა-ბ ჩააბაროს ლაპორტამ ერთი წლით , სანამ კუმანს დაუმთავრდება ჯონტრაქტი.
    ფანი [?]
    #4 15 მარტი 2021 13:40
    2
    ჯობია ერთი სეზონი სადმე კარგ ჩემპიონატში მოსინჯოს თავისთავი და მერე დაბრუნდეს ჩვენთან
    ფანი [?]
    #3 15 მარტი 2021 13:38
    0
    ვნახოთ ამ სეზონში რას იზამს , კუმანი კიდევ კარგს აკეთებს შესაბამისი რესურსით , ჩავის კიდევ ბევრი დრო აქვს შემდეგ ჩაიბაროს ბარსელონა
    ფანი [?]
    #2 15 მარტი 2021 13:35
    0
    ეს ხო ყატარს ვერ გაცდა რა დაბრუნდეს ესპანეთში მაგალითად ჟირონა ჩაიბაროს მაინც კატალონიელია და არამგონია გაუჭირდეს
    Culé [?]
    #1 15 მარტი 2021 13:10
    2
    კუმანი კიდე ერთი სეზონი და თუ არ გაამართლა ხო გაუშვან და თუ კარგი შედეგები დადო ჩავიზე ხო არ ჩავიციკლებით კიდევ დატოვონ კაცო. ეს რაც გვიან მოვა მით უკეთესი