ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 15 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 მარტს მოხდა.
თამაშები
15 მარტს "ბარსელონას" 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1900 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი საგი ბარბა. 1918-1932 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 77 თამაში ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.
1957 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ვიქტორ მუნიოსი. 1981-1988 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 314 თამაში ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. კატალონიურ გუნდთან ერთად მუნიოსმა ლა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი, ქვეყნის სუპერ თასი, 2-ჯერ ესპანეთის ლიგის თასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო.
2000 წელი
ბერლინის "ჰერტასთან" ანგარიშით 3-1 მოგებულ შეხვედრაში ჩავიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ეს მოგება "ბარსელონასთვის" ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]