ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 მარტი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 მარტს მოხდა.

თამაშები

14 მარტს "ბარსელონას" 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1909 წელი

გაიხსნა "ბარსელონას" სტადიონი "კამპ დე ლა ინდუსტრია". ამ სტადიონზე გუნდი 1922 წლამდე თამაშობდა, სანამ "კამპ დე ლეს კორტსზე" გადავიდოდა.

1926 წელი

ესპანეთის თასზე "სარაგოსასთან" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" 7-0 მოიგო. გოლები მუსტეროსმა (4), არნაუმ, ალკანტარამ და კურულიამ გაიტანეს.

1943 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ოვიედო" 6-2 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები მარტინმა (3), სესარმა (2) და სოსპედრამ გაიტანეს.

1987 წელი

"ბეტისთან" საკუთარ კედლებში ანგარიშით 2-0 მოგებულ შეხვედრაში ანდონი სუბისარეტამ ლა ლიგაში მე-200 თამაში ჩაატარა.

1999 წელი

"ბარსელონამ" "ესპანიოლი" "კამ ნოუზე" გამართულ დერბიში 3-0 გაანადგურა. გოლები რივალდომ (2) და კლუივერტმა გაიტანეს. რივალდოსთვის ეს ლა ლიგაში ჩატარებული მე-100 თამაში იყო.

2014 წელი

"ბარსელონას" საკალათბურთო გუნდის ლეგენდა ხუან კარლოს ნავარო ევროლიგის რეკორდსმენი გახდა ჩატარებული თამაშებისა და ნათამაშები წუთების მიხედვით. "ბარსელონამ" იმ დროისთვის მოქმედი ჩემპიონი "ოლიმპიაკოსი" 70-58 დაამარცხა და ტურნირის ტოპ 16-ში მოგება-წაგების ბალანსი 10-0 გახადა. ეს იყო ტოპ 16-ში "ბლაუგრანას" ზედიზედ 22-ე და საკუთარ კედლებში ზედიზედ 30-ე მოგება, რაც ტურნირის ყველა დროის რეკორდია.

2015 წელი

"ეიბართან" სტუმრად 2-0 მოგებულ შეხვედრაში ჩავიმ "ბარსელონას" მაისურით 750-ე თამაში ჩაატარა. შეხვედრის ორივე გოლი ლეო მესიმ გაიტანა.

2018 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "ჩელსი" 3-0 გაანადგურა. უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა, ხოლო ლეო მესიმ - მე-100.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 14 მარტი 2021 17:34
    0
    ამ დღეს ლეომ კურტუას ორჯერ გაუტარა გოლი ფეხებშუა❤❤
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 მარტი 2021 12:26
    1
    ციტატა: C.PC5
    ჩელსის ეს ის თამაში არაა კურტუამ დიტკები რომ ყლაპა?!🤣

    ხო, კონტეს ჩელსია თავისი აზარით, ჟირუთი, ფაბრეგასით, კონტეთი და რავიცი ვინ აღარ ყავდათ. მესიმ რო როგორც "აბიჩნა" კურტუას ფეხებშორის უტარა ორჯერ, ერთიც დემბელეს გაატანინა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 მარტი 2021 12:20
    0
    მას მერე კურტუა ბადეს იკეთებს ფეხებ შორის.😂
    Culé [?]
    #4 14 მარტი 2021 11:43
    1
    ჩელსის ეს ის თამაში არაა კურტუამ დიტკები რომ ყლაპა?!🤣
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #3 14 მარტი 2021 10:59
    1
    უსმან დემბელე აღარ ახსენოთ😁🤦‍♂️😡
    ფანი [?]
    #2 14 მარტი 2021 10:55
    0
    💙❤💙❤💙
    ფანი [?]
    #1 14 მარტი 2021 10:52
    0
    რა კარგი დღე ყოფილა