ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 13 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 მარტს მოხდა.
თამაშები
13 მარტს "ბარსელონას" 11-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1924 წელი
კატალონიისა და ესპანეთის ნაკრებებმა ერთმანეთში პირველად ითამაშეს. ესპანელებმა 7-0 მოიგეს. 2 გოლი "ბარსელონას" კატალონიელმა ვარსკვლავმა, ჟოზეპ სამიტიერმა გაიტანა.
1932 წელი
"ალავესთან" სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (3-1) ჟოზეპ სამიტიერმა ლა ლიგაში თავისი პირველი და ერთადერთი ჰეთ თრიქი შეასრულა.
1940 წელი
გენერალმა ფრანკომ "ბარსელონას" პრეზიდენტად დანიშნა მისი მეგობარი ენრიკე პინეირო, რომელსაც მანამდე სპორტთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
1965 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი მიკელ სოლერი. 1988-1993 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 115 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
1973 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი. 2004 წელს მან "ბარსელონას" მაისურით 20 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
1994 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ჟერარ დეულოფეუ. 2010-2018 წლებში მან "ბარსელონას" მაისურით 26 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]