ჰოლანდისთვის "ბარსა" 9 ფეხბურთელს შეელევა

ჰოლანდისთვის "ბარსა" 9 ფეხბურთელს შეელევა

ჟოან ლაპორტას მთავარი პრიორიტეტი რომ ერლინგ ჰოლანდია, ეს რამდენიმე გამოცემამ დღესაც დაადასტურა. 

ჟოანის ამბიციური გეგმა "ბარსას" ქომაგისათვის ნამდვილად სასიხარულოა ამბავია, თუმცა მძიმე ეკონომიკური ფონი ხელშემშლელი ფაქტორად გვევლინება. ნორვეგიელის შესაძენად ერთადერთი გამოსავალი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვაა. football-espana-ს ცნობით, კლუბი ტრანსფერზე დაყენებას ერთბაშად 9 ფეხბურთელს უპირებს. 

ჟუნიორ ფირპო, ანტუან გრიზმანი, ფილიპე კოუტინიო მარტინ ბრეითუეიტი, ნეტუ, სამუელ უმტიტი, მირალემ პიანიჩი, კლემან ლანგლე და მატეუს ფერნანდესი, ეს იმ მოთამაშეების სიაა, რომელთა გაყიდვას "ბარსელონა" მისაღებ ფასად შეეცდება. 

ჩამოთვლილთაგან  ყველაზე რთული სამუელ უმტიტის და ფილიპე კოუტინიოს გასხვისებაა. უმტიტის ძალიან დიდი ხელფასი აქვს და მსურველებისათვის ეს დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება. კოუტინიოს კი ტრავმიანობისკენ მიდრეკილება და არასტაბილურობა სხვა გუნდებს ფეხბურთელში გადასახდელი თანხის გარანტიას არ აძლევს.

ერლინგ ჰოლანდი ამ მომენტისათვის Transfermarkt.com-ზე 110 მილიონ ევროდაა შეფასებული, იმ შემთხვეაში თუ "დორტმუნდი" წელს ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება, ნორვეგიელი და მისი აგენტი, მინო რაიოლა ტრანსფერს აუცილებლად მოითხოვენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 13 მარტი 2021 19:28
    1
    ჩამოთვილთაგან ყველა გასაყიდია, მაგრამ ამათი გასხვისება ადვილი არ იქნება, ჩაწოლილი საქონელის.
    გულშემატკივარი [?]
    #17 13 მარტი 2021 19:23
    1
    არც კაოუა საჭირო და არც უმტიტი ბოლოს როდის ითამშეს ნორმალურად აღარც კი მახსოვს 🤷‍♂️
    ფანი [?]
    #16 13 მარტი 2021 18:19
    0
    ბებოს ჭორებიიი...))))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 13 მარტი 2021 16:06
    3
    აუცილებლად გაუშვან ყველა ჩამოთვლილი პლიუს დემბელეც და კიდევ ერთი ორი მუქთახორა. ისე გუნდი არ აშენდება, არა. დამტვრეული აგურით სახლი არ აშენდება.
    გულშემატკივარი [?]
    #14 13 მარტი 2021 11:40
    4
    ყველაფრის ფასად ღირს ამის მოყვანა .ყველაფრის.
    გრიზმანი კოუ ფირპოს გაყიდვით არამგონია 100-110 მილიონი ვერ იშოვოს გჯნდმა.
    ამაგას პიანიჩი მარტინი რავიცი ზემოთ ჩამოთვლილი დეხბურთელების ჯამი 200 მილიონამდე უეჭველი ავა ნუ 160-170 1000% და რავიცი ღირს.
    და დანარჩენი ბარსა ბ და თავისუფალი აგენტი.
    Culé [?]
    #13 13 მარტი 2021 10:48
    6
    ციტატა: BEKA CULE
    ნეტუს რას ვერჩით?gio123m10i8,

    რას ვერჩით და ცოდოა. ტერ შტეგენის შემყურე სკამიდან ვერ დგება! და წასვლა უნდა, ჩვენთვისაც მომგებიანია!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    ფანი [?]
    #12 13 მარტი 2021 10:45
    4
    ერყი კარგი მცევლი და ეს ბიჭი დაგვხატავს
    Culé [?]
    #11 13 მარტი 2021 09:55
    5
    ნეტუს პენია შეცვლის
    ფირპოს ბალდე
    ლენგლე/უმტიტის გარსია/ალაბა
    პიანიჩს ვეინალდუმი ან მორიბას გადმოიყვანენ(მე ორივე მირჩევნია)
    ფერნანდესზე და ბრაიტვაიტზე აღარ ვსაუბრობ
    დემბელეს ფატი ისედაც ამოაგდებს და კოუტინიო პედრის დიდი ხანია ამოგდებული ყავს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #10 13 მარტი 2021 08:29
    1
    ნეტუს რას ვერჩით?gio123m10i8,
    გულშემატკივარი [?]
    #9 13 მარტი 2021 04:24
    3
    ყველა გასაშვებია
    წევრი [?]
    #8 13 მარტი 2021 02:57
    4
    ეს მესი და ფატი ერთად რას გაასწორებდა
    Culé [?]
    #7 13 მარტი 2021 01:33
    1
    გრუზმანში ასე თუ ისე ნორმალურ თანხას აირებენ, ამას შეიძლება დაუმატო ნეტუსა და პიანიჩის ფულიც და მინიმუმ ამ ტრანსფერის ღირებულების 80% ამოიღებენ, თუ შესაძლო იქნა დარჩენილი ფეხბურთელებიდან რომელიმე ჩაურთონ ტრანსფერში, თუ არ წამოვიდნენ ამ შეთავაზებაზე მაშინ უნდა ეცადონ ის 110 მილიონი დანარჩენების გაყიდვითაც შეაკოწიწონ.
    წევრი [?]
    #6 13 მარტი 2021 01:30
    1
    Griezzy7,
    დემბელეს მომავალ წელს ხელშეკრულება ეწურება და ეხლა რომ არ გაუხანგრძლივონ, შეიძლება სულ უფასოდ წავიდეს. როგორც მოგეხსენება , კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წლით ადრე საბაზრო ფასზე ნაკლებს გადაგვიხდიან ფრანგში. ასე რომ ჯობია გავუხანგრძლივოთ , 1 წლით დავტოვოთ და ცოტა სარფიანად გავყიდოთ ვიდრე წელს
    გულშემატკივარი [?]
    #5 13 მარტი 2021 01:29
    3
    ნეტუ, ლენგლე, უმტიტი, ფირპო, რობერტო, მატეუსი, პიანიჩი, კოუტინიო, დემბელე, გრიზმანი, ბრაითვაითი, წესით ყველა გასაყიდია.
    ფანი [?]
    #4 13 მარტი 2021 01:03
    12
    როგორც იქნა , ღირს ჰაალანდი იმ 9 კაცად რომელსაც არანაირი ხეირი არ მოაქვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 მარტი 2021 00:49
    3
    მაგათ მიამატოს რობერტო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 13 მარტი 2021 00:49
    4
    ვახხ და გასაყიდების სიაში დემბელე არარი? სასაცილოა იმენა :))

    და რო უშვებენ ბრეიტვეიტს.გრიზმანს.კოუტინიოს. ტოვებენ დემბელეს მესის ფატის და ტრინკაუს. ამათ პლიუს ჰოლანდი.

    ამ ხუთიდან ერთი (დემბელე) ნიშნავს რომ მხოლოდ 4 თავდამსხმელი გვეყოლება. კიდევ არის თავდამსხმელი საჭირო. ან გრიზმანი უნდა დატოვონ ან დეპაი უნდა მოიყვანონ და მერე უნდა გაუშვან გრიზმანი

    ისე გრიზმანს რო უშვებენ და დემბელეს ტოვებენ მაგარი ტეხავს
    ფანი [?]
    #1 13 მარტი 2021 00:47
    7
    კარგია, ისედაც გასაშვებია ეგ ცხრა ფეხბურთელი, პლიუს დემბელე