ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 12 მარტი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 12 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 მარტს მოხდა.

თამაშები

12 მარტს "ბარსელონას" 21-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 13 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1966 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ლუის მილა. 1984-1990 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 78 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

1979 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ჟერარ ლოპესი. 2000-2005 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 140 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

1994 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ატლეტიკო" 5-3 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები რომარიომ (3) და სტოიჩკოვმა (2) გაიტანეს. არბიტრმა მოედნიდან 4 ფეხბურთელი გააძევა, მასპინძელთაგან კუმანი და სტოიჩკოვი.

1997 წელი

ესპანეთის თასზე "ატლეტიკოსთან" თამაშის პირველი ტაიმის შემდეგ "ბარსელონა" 0-3 მარცხდებოდა, მაგრამ კატალონიელებმა შეხვედრა 5-4 მოიგეს. "ბლაუგრანას" მხრიდან გოლები რონალდომ (3), ფიგუმ და პიციმ გაიტანეს. სტუმართაგან ოთხივე გოლი მილინკო პანტიჩმა გაიტანა. ის პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც "ბარსას" "კამპ ნოუზე" 4 ბურთი გაუტანა.

2013 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში 0-2 წაგების შემდეგ "ბარსელონამ" "მილანს" "კამპ ნოუზე" 4-0 მოუგო. გოლები მესიმ (2), ვილიამ და ალბამ გაიტანეს.

ეს მატჩი ვიქტორ ვალდესისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 გამოდგა.

2016 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ხეტაფე" 6-0 გაანადგურა. გოლები ნეიმარმა (2), მესიმ, მუნირმა და თურანმა გაიტანეს, ერთხელ კი სტუმართა ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 12 მარტი 2021 15:21
    0
    კუმანს ატლეტიკოსთან კიდევ გააგდებენ, ამჯერად მწვრთნელის რანგში მიიღებს წითელს 😆💙❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 მარტი 2021 15:09
    1
    ატლეტიკოს თრევის დღე ყოფილა.5-3 5-4
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #3 12 მარტი 2021 12:32
    0
    საკმაოდ კარგი დღე ყოფილა
    გულშემატკივარი [?]
    #2 12 მარტი 2021 12:11
    1
    ციტატა: nika 54
    აი ვუყურებ ამ 6-0 -ებს და გული მეწვება, რა დრო იყო რო ლეო ჰეთტრიკებს ზედიზედ აკეთებდა.

    ის გუნდი და ეს გუნდი განსხვავდება. ლეოც უკვე 5 წლით უფროსია იმასთან შედარებით...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 მარტი 2021 11:55
    3
    აი ვუყურებ ამ 6-0 -ებს და გული მეწვება, რა დრო იყო რო ლეო ჰეთტრიკებს ზედიზედ აკეთებდა.