მაურისიო პოჩეტინო: პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა

მაურისიო პოჩეტინო: პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, "ბარსელონასთან" ჩატარებულ შეხვედრას აფასებს.

არგენტინელის თქმით, მისმა გუნდმა ცუდი პირველი ნახევარი ჩაატარა და 4 წლის წინანდელი ქამბექი ფეხბურთელებზე ზეგავლენას ახდენდა.

პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. თამაშზე მეტად, შემდეგ ეტაპზე გასვლაზე ვფიქრობდით. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გარშემო ბევრი ისეთი რამ იყო, რაც მათ განწყობაზე უარყოფითად მოქმედებდა, ეს უნდა დაევიწყებინათ და კონცენტრაცია თამაშზე მოეხდინათ.

მეოთხედფინალში გავედით და ამით გახარებულები ვართ, მაგრამ პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილები ვერ ვიქნებით. მიუხედავად ყველაფრისა, კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. მთავარია, რომ საკუთარი თავის რწმენა შევინარჩუნეთ და ნეგატიური ფიქრები დავძლიეთ.

- მის სიტყვებს Sport ციტირებს.

"ბარსას" მომდევნო მატჩი 15 მარტს, ლა ლიგის 27-ე ტურში, "უესკას" წინააღმდეგ, ელის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 12 მარტი 2021 13:30
    0
    მიუხედავად ყველაფრისა, კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.
    ამას გონია მეორე ტაიმში მოიგო? ანუ გოლი გაგვიტანეს და ჩვენ არ გვახსოვს?
    Culé [?]
    #16 11 მარტი 2021 23:44
    1
    დემბელეს უმადლოდეს მთელი პარიზი
    ფანი [?]
    #15 11 მარტი 2021 16:31
    1
    ციტატა: ბასქუ10
    პირველ თამაშში 4 რო არ გაგვეშვა გუშინ ამდენი წვალება ნამდვილდ არ დაგვჭირდებოდა თუმცა ეს გამოვარდნა ნამდვილად ღირდა იმისთვის რომ თუ მომავალში ასეთ მოთამაშე ბარსელონას ვიხილავთ


    კი ნამდვილად, 1-2 ან 1-3 რო წაგვეგო უფრო გვექნებოდა შანსი, მაგრამ ახლა ვეღარ შევცვლით ვერაფერს, ამ სეზონში ლა ლიგაზე და კოპაზე ვიფიქროთ. მერე ავალთ ისევ მწვერვალზე აუცილებლად და ლიგაც იქნება და ყველაფერი.
    ფანი [?]
    #14 11 მარტი 2021 15:53
    0
    პირველ თამაშში 4 რო არ გაგვეშვა გუშინ ამდენი წვალება ნამდვილდ არ დაგვჭირდებოდა თუმცა ეს გამოვარდნა ნამდვილად ღირდა იმისთვის რომ თუ მომავალში ასეთ მოთამაშე ბარსელონას ვიხილავთ
    გულშემატკივარი [?]
    #13 11 მარტი 2021 15:07
    4
    90 წუთი ისეთ ტემპში თამაში როგორც პირველ ტაიმში თამაშობდნენ ადვილი არაა ძალიან დიდი ენერგია დახარჯეს ასეთი სათამაშო უპირატესობის მოსაპოვებლად გუნდურადაც კარგად აპრესინგებდნენ და ბურთიც როცა ჰქონდათ ყველა ფეხბურთელი მოძრაობდა რო ხელსაყრელი პოზიცია დაეკავებინათ ადე 90 წუთი ძალიან ძნელია თამაში მითუმეტეს რომ პირველ ტაიმში არ გაგვიმართლა თორე უფრო დიდი ანგარიში უნდა ყოფილიყო თან მეორე ტაიმში თავდაჯერება მოემატა პსჟს მწვრთნელმაც შემოუძახა ალბათ და... ცოტა იღბალი რო გვქონოდა შეიძლებოდა გასვლაზე ფიქრი არც მეგონა ასე კარგად თუ ითამაშებდნენ პირველი გაიმი როგორც ითამაშეს ასეთ ბარსელონას ვერც ბავარია გაუძლებს და ვერც სიტი ახლა ორმაგად სამწუხაროა ამ პსჟ სთან რო გამოვვარდით თუმცა გუნდს აშკარა პროგრესი აქვს ვნახოთ რა იქნება
    Culé [?]
    #12 11 მარტი 2021 14:52
    0
    ერთი წესიერი ცენტრალური მცველი რომ გვყოლოდა გავცდებოდით, მაგრამ ლიგის მომგები მაინც არ ვიყავით. ჯობია ახლავე გადაერთონ ლა ლიგაზე თორე ორივე ტიტულის დაკარგვა არ იქნება კარგი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 11 მარტი 2021 14:25
    2
    პირველი ტაიმი მინიმომ 1:3 უნდა მოგვეგო და მერე გენახა ზეგავლენა, როცა შენი ბიჭები ააქოთებდნენ იქაურობას, მაგრამ რა გინდა, რომ ქნა როცა გუნდში ერთი გონება დახშული ფრანგი დარბის, მეორე ხის თავიანი, რომელსაც შეუძლია უწყინარ სიტუაციაში პენალტი გამოიმუშავოს, ოღონდ საკუთარ კარში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 11 მარტი 2021 14:24
    2
    მეორე ტაიმში რა ქენით? ისევ ბარსა უტევდა, თქვენ კონტრებზე უფრო ფიქრობდით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 11 მარტი 2021 13:54
    2
    არადა პირველივე ტაიმში შეგვეძლო დაქამბექება უხ დემბდლე შენი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #8 11 მარტი 2021 13:14
    1
    ქამბექის შიშით პოჩეტინოში სიმეონემ გაიღვიძა 😁😁😁😁😁😁
    გულშემატკივარი [?]
    #7 11 მარტი 2021 13:11
    0
    შემდეგ ატაპს მაინც ვერ გავივლიდიით და ასე ბრძოლით და ღირსეულად გამოვარდნა ჯობდა....
    Culé [?]
    #6 11 მარტი 2021 13:00
    0
    მეორე ტაიმიც რო პირველივით გვეთამაშა ვერ გახვიდოდით. მაგრამ არაუშავს მომგები ჩვენ არ ვართ და მაინც გამოგვაგდებდნენ. ეხლა 2 ტიტული მაინც უნდა მოვიგოთ!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #5 11 მარტი 2021 13:00
    2
    პესეჟე კი გაგვცდა მარა ისევ ხროვაა და არა გუნდი! ჩვენ თავს უნდა ვაბრალებდეთ თორე კი გამოჩნდა გუშინ რომ პესეჟე ასეთ ბარსელონასაც კი ვერ უნდა სცდებოდეს! პირველ ტაიმში მართლა შეჭამეს რასაც ქვია ჩვენებმა, მეორე ტაიმში ჩასვრილები იყვნენ უკვე. მე არ ვიცი და ან ვინ მეკითხება რას იზამს ლაპორტა ამ ზაფხულში, მაგრამ რასაც ვფიქრობ ესაა რომ დატოვოს კუმანი, გაუკეთოს ტრანსფერები რასაც შეძლებს მოაშოროს ეს მაჩანჩალები ვინც აშკარად ხელს გვიშლის და მომავალ სეზონში ასე უიმედოდ აღარ ვიქნებით არავისთან!!! პლიუს ამას სტაფში სასწრაფოდ უნდა მოიყვანოს პუიოლი! მეორე ტაიმში რომ გამოვიდნენ და უბრალოდ აგორეს ბურთი ეს უნდა აღმოიფხვრას როგორმე. უნდა იყოს ისეთი კაცი ვინც წამოუთაქებს შეუყვირებს და გამოაფხიზლებს ფეხბურთელებს, კუმანი ამას ვერ აკეთებს ფაქტია და შევეგუოთ ამას, მესი კიდე ყველამ ვიცით როგორი ტიპიცაა თუ რაღაც გაუფუჭდა მორჩა.აი ამიტომ საჭიროა პუიოლი. ოღონდ აუცილებლად ტრანსფერები თორე ვინც ისედაც მკვდარია იმას ვერც პუიოლი გამოაღვიძებს და ვერც ვინმე სხვა, კი მიხვდებით აქ ვისაც ვგულისხმობ.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    გულშემატკივარი [?]
    #4 11 მარტი 2021 12:59
    2
    არც მეორე ტაიმში ბრწყინავდით)) უფრო მეშლება ნერვები გუშინდელი თამაში მერე, სახლში ასე როგორ წავაგეთ) მარა ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, ეგ წაგება რო არა მართლა არ იგრძნობდა თავს კუმანი ვალდებულად ახალ ტაქტიკებზე ეფიქრა
    Culé [?]
    #3 11 მარტი 2021 12:58
    3
    ბაიერნი ან თუნდაც სიტი ამ პსჟ-ს გადაუვლის.დორტმუნდიც კი გაუწევს ჯანსაღ კონკურენციას.ცუდია რო პირველ მატჩში არ ვიყავით საკმარისად მობილიზებულები.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #2 11 მარტი 2021 12:58
    4
    აი ამათთან რანაირად წააგეს იმღელა ანგარიშით ან ვაფშე როგორ წააგწს. პირველივეში ეს ტაქტიკა რო ჰქონოდა არ წავაგებდით. გუშინ გამოჩნდა რო რეალიზაცია გვაქვს ნოლი. ეგ შანსები ბაიერნს რომ ჰქონოდა რაც ჩვენ მარტო პირველ ტაიმში გვქონდა 8 ბურთს გაუტანდა. ამიტომ გვინდა ჰალანდი. და ჩინური საფრანგეთის ნაკრები რო გვყავს გუნდში გასაყრელები. მოკლედ გუშინ არაფერი არ იყო ჩვენ ნხარეს იღბალმა ხელი დაგვიქნია. ვარმა გადაამოწმა მარა ვერატი ვერც დაინახა. არაფერმა არ შეგვიწყო ხელი და შედეგიც ესაა.
    ფანი [?]
    #1 11 მარტი 2021 12:56
    0
    პირველ ტაიმში ბევრად ვჯობდით პსჟ-ს